სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიტნი ჰიუსტონის ექიმს პასუხისგებაში მისცემენ

უიტნი ჰიუსტონის სიკვდილის მიზეზებზე ექსპერტები საბოლოო დასკვნას რამდენიმე კვირაში გამოიტანენ. ალკოჰოლმა და მედიკამენტებმა საბედისწერო როლი მაიკლ ჯექსონის, ემი უაინჰაუზისა და ჰიტ ლეჯერის ცხოვრებაში შეასრულეს,- წერს გერმანული Focus–ი.

პოპ–მუსიკის მეფის სიკვდილი ”პროპოფოლი“–ის ჭარბმა რაოდენობამ განაპირობა. ჯექსონის მკურნალი ექიმი გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით 4 წლითაა დაკავებული.

27 წლის ემი უაინჰაუზის ორგანიზმში ალკოჰოლი აღმოაჩნდა. მის სიკვდილს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

ჰოლივუდის მსახიობის, ბრიტანი მერფის სიკვდილი ანტივირუსული და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ჭარბმა გამოყენებამ გამოწვია. მსახიობს ფილტვების ანთება ჰქონდა.

მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ ჰიტ ლეჯერის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახლა კი პასუხისგებაში ჰიუსტონის ექიმი მიეცემა, პასუხი მოეთხოვება იმ აფთიაქებსაც, სადაც მომღერალი მედიკამენტებს იძენდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100