ლაზარე დუმილს ბოლო პროცესზე დაარღვევს, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ალაპარაკებას აანონსებს
ლაზარე გრიგორიადის დუმილს ბოლო პროცესზე დაარღვევს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ალაპარაკებას აანონსებს. რვა მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის საქმეზე შემდეგი პროცესი 15 იანვარსაა ჩანიშნული.
დაცვის მხარე მზადაა, სახელმწიფო ბრალდების ყველაა მოწმეზე და მტკიცებულებაა უტყუარად მიიჩნიოს, რადგან აღარ დარჩეს სივრცე, იმისთვის რომ პროცესები დროში გაიწელოს.
დღეს პროკურატურამ საქმეში ახალი მტკიცებულება ჩადო - ლაზარეს ამჯერად ირონიით ნათქვამი სიტყვები შემოუბრუნეს უკან და მედიისთვის გამოგზავნილი წერილი მის წინააღმდეგ გამოიყენეს.
"ლაზარე აუცილებლად მისცემს ჩვენებას, დაარღვევს დუმილის უფლებას, ბოლო პროცესზე" - განაცხადა ანა ბითაძემ.
დღეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება. ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა მედიაში. ეს არის ლაზარე გრიგორიადისის წერილი პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელიც არის ცინიზმით დაწერილი. ბრალდების მხარე ცდილობდა, წარმოედგინა, როგორც ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, თითქოსდა ის აღიარებს დანაშაულს. მოცემულ წერილში კარგად წერია, რას აღიარებს, როგორ აღიარებს და რა ფორმით - იუმორით არის ნამდვილად დაწერილი.
"მე ვისროლე მოლოტოვი, ჰი, ჰი, ჰი" - ეს ნიშნავს აღიარებას? ბრალის აღიარება აუცილებლად უნდა იყოს სასამართლოში" - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ წერილზე განცხადება თავად ლაზარემაც გააკეთა და თქვა, რომ კითხვას ირონიული პასუხი გასცა და არავითარ შემთხვევაში არ უღიარებია ბრალი.
კომენტარი