სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ზოგადად არ გიყვართ როცა ულტიმატუმებს გიყენებენ და მსგავი სიტუაცია ძალიან გაღიზიანებთ. თუმცა, დღეს თავად მიხვდებით, რომ თქვენი გეგმების ასასრულებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია დაუყოვნებლივ საქმეზე გადახვიდეთ. ამიტომ კარგი იქნება თუ მოიკრებთ ძალას და შეუდგებით საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევას.

კურო: დღეს თქვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენები აუცილებლად გაგაღიზიანებთ, ნუ ეცდებით ყოველივეს გამოსწორებას, დადებით შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. კარგი იქნება თუ სამუშაო დღეს მაქსიმალურად სწრაფად დაასრულებთ და თავისუფალ დროს მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობთ.

ტყუპები: დღეს გარკვეულ ცვლილებებს მოისურვებთ. ნუ დააწესებთ გარკვეულ შეზღუდვებს და საკუთარ თავს თავისუფლების საშუალება მიეცით. კარგი იქნება თუ გარშემომყოფებთან არსებული პრობლემების მოგვარებას შეუდგებით. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენი ხასიათის პოზიტიურობაზე.

კირჩხიბი: სასურველია თუ დღეს სერიოზულობას მოუხმობთ, არავითარ შემთხვევაში არ მიაქციოთ ყურადღება თქვენს ირგვლივ აგორებულ სკანდალებს. ეცადეთ თქვენი მიზეზით რაიმე კონფლიქტი არ მოხდეს და რაც შეიძლება სწრაფად დაასრულეთ სამუშაო დღე. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს.

ლომი: დღეს მოისურვებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნებას. რა თქმა უნდა ეს მეტად დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს, წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები და მიხვდებით, რომ ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით არის აღსავსე.

ქალწული: თუ როგორი იქნება ახალი დღე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დილიდანვე პოზიტიურად განეწყვეთ და შეუდექით საქმიანობას, ეს მოგცემთ საშუალებას, წარმატებას მიაღწიოთ და გარშემომყოფებიც დადებითად განაწყოთ თქვენდამი.

სასწორი: თქვენი ცხოვრების მრავალი დეტალი არის თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული. დღეს კი შესაძლოა თქვენი ცხოვრების გარკვეულ პუნქტს სამსახურთან დაკავშირებულმა რაიმე დეტალმა პრობლემა შეუქმნას. ეს დაბრკოლება კი სასიყვარულო ურთიერთობასთან იქნება დაკავშირებული. კარგი იქნება თუ პრობლემის აღმოფხვრას რაც შეიძლება სწრაფად მოახერხებთ.

მორიელი: სიახლე ხშირ შემთხვევაში აშინებს ადამიანებს. დღეს სწორედ ამ გრძნობის განცდა მოგიწევთ. თქვენს ცხოვრებაში დადგება გარკვეული ეტაპი, რომელიც სიახლეების ქარცეცხლს დაგატეხავთ თავს. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, რადგან ეს სიტუაცია თქვენს ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი: დღეს უკმაყოფილებას იგრძნობთ საკუთარი გემოვნების გამო. გახსოვდეთ, რომ არ გაქვთ უფლება თქვენს ვიზუალურ მონაცემებში დაუფიქრებლად შეიტანოთ ცვლილებები. ხვალ, დილით გამოღვიძებისთანავე ამას აუცილებლად ინანებთ.

თხის რქა: გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გაავლოთ ზღვარი ოცნებებსა და რეალურ სამყაროს შორის. არ მისცეთ თავს უფლება არარელურმა განზომილებამ არასწორი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ ხელთაა და ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ მასში.

მერწყული: ფსიქოლოგიურად განეწყვეთ იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც წარსულის ნეგატიური სიტუაციები უკავშირდება. არ ღირს ამის გამო მთლიანი დღის დაკარგვა. კარგი იქნება თუ უბრალო მოკითხვით შემოიფარგლებით და კითხვებზე პასუხების ძიებას არ დაიწყებთ.

თევზები: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და აუცილებლად შეძლებთ ამ ენერგიის რაციონალურად გადანაწილებას. ეცადეთ საღამოს თავისუფალი დრო თქვენს მეგობრებს დაუთმოთ და შედეგი შეუდარებელი იქნება. თქვენ თავს იდეალურად იგრძნობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100