სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სპეცრაზმი შენობაში არ უშვებს - რას ყვება დრონი.ჯი-სთან ზაზა ჩაჩანიძე და რას აცხადებენ შსს-ში

ბორჯომში, ქალაქის ცენტრში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე კი დრონი.ჯი-სთან საუბარში აცხადებს, რომ შენობაში არ უშვებენ.

droni.ge: რა მდგომარეობაა ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტში და სპეცრაზმი რატომაა მობილიზებული?

ზაზა ჩაჩანიძე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ბორჯომის მერია არის მთლიანად ბლოკირებული. სპეცრაზმი დილიდან აქ არის. მივედი და დგას პოლიციის პიკეტი და არ მიშვებენ, რომ ვეკითხები თუ რატომ, ხმას არ იღებენ. აი ასეთი მდგომარეობაა დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მივედი და შესვლაზე უარით გამომისტუმრეს, ან ვისი ბრძანებით, ან რა უფლებით, ხმასაც არ იღებენ.

- აპირებთ თუ არა, დათმობაზე წასვლას და მერთან რა სახის მოლაპარაკებას განიხილავთ?

- მე დათმობაზე წასვლას ვეძახი, რომ დავსხდებით და რაღაცაზე შევთანხმდებით. ხვალ, ზეგ იმედი მაქვს რომ გამოიჩენენ კეთილდღეობას და დავსხდებით (საუბარია ბორჯომის მერზე) და რაღაცაზე შევთანხმდებით. სამი თვეა ვცდილობთ რომ შევხდეთ და არანაირ სურვილს არ იჩენს მერი და იმედი მაქვს, ახლა მაინც გამოთქვამს სურვილს.

- ამჟამად ვინ არის საკრებულოში?

- დილით ვინც მივიდა ისინი შევიდნენ და გარეთ აღარ უშვებენ, აი, ასეთი მდგომარეობაა.

- შინაგან საქმეთა სამინისტრო რას გპასუხობთ?

- არაფერს ამბობს უწყება, მეც მაინტერესებს რა ხდება, თვითონ კიდევ აქ ხმას არ იღებენ. არ ვიცი როდემდე აპირებენ დუმილს და ჩემს შენობაში არშეშვებას.

დრონი. ჯი, იმის გასარკვევად, თუ რატომ არ უშვებენ საკრებულოს თავმჯდომარეს ბორჯომის საკრებულოში და რატომაა მობილიზებული სპეცრაზმი შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა.

- რატომ არის სპეცრაზმი მობილიზებული ბორჯომში?

- საკრებულოში სპეცრაზმი დაპირისპირების ასაცილებლად და უსაფრთოებისთვის არის. სამცხე- ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ კვლავ ადგილზე რჩებიან, ბორჯომის საკრებულოს შენობაში, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბორჯომში იმყოფებიან.

- საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს სპეცრაზმი შენობაში არ უშვებს, ეს აქვთ დავალებული პოლიციელებს?

- სპეცრაზმი შენობაში არ არის.

- სპეცრაზმი ვიცით რომ შენობაში არ არის, მაგრამ რატომ არ უშვებენ საკრებულოს თავმჯდომარეს შენობაში, ეგ გკითხეთ...

- სპეცრაზმი იქ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არის და ისე მოქმედებენ, როგორც საჭიროა.

- და რატომ არ უშვებენ შენობაში ზაზა ჩაჩანიძეს?

ეს მისი უსაფრთხოებისთვის არის.

- და მთელი დღის განმავლობაში არ შეუშვებენ?

- ჯერ-ჯერობით რაც გითხარით, ეს არის ჩვენი კომენტარი. კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება".

აი ეს კომენტარი გააკეთეს უწყებაში. ბორჯომში კი სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრში 10-ზე მეტი სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსია მობილიზებული, რომელშიც სპეცრაზმელები იმყოფებიან.

ბორჯომში, სპეცრაზმი, საკრებულოში მიმდინარე პროცესების გამო შეიყვანეს.

საქმე ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

გვიან ღამით კი ბორჯომის მერიის მარალჩინოსნებმა, მერის წაქეზებით, გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს. მათი მიზანი ისაა რომ მერს, მის მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს საკრებულომ ხელფასები მოუმატოს. მიუხედავად იმისა რომ ისედაც მაღალი ანაზრაურება აქვთ.

ბორჯომში ამ დრომდე რჩებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100