სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურაკმა და ფაჰრიამ თაფლობის თვის გამო "დასცხეს" - ემუქრება თუ არა საფრთხე მათ ქორწინებას? ნახეთ, რას წერს თურქული პრესა

თურქ მსახიობ წყვილს ბურაკ ოზჩივიტსა და ფაჰრია ევჯენს ქორწილი ზაფხულში აქვს დაგეგმილი და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, ყვითელი პრესა აქტიურად განიხილავს საქორწინო სამზადისის ყველა დეტალს.
ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი თაფლობის თვის გასატარებელ ადგილზე ვერ თანხმდება და ამ თემაზე ხშირად კამათობს. როგორც სააგენტო cnnturk.com იტყობინება, ფაჰრიას ქორწილის შემდგომ მალდივის კუნძულებზე სურს გამგზავრება მეუღლესთან ერთად, თუმცა ბურაკი წინააღმდეგია და ცდილობს საცოლე დაარწმუნოს, რომ ეს ადგილი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სოციალურ ქსელში ფაჰრიას მიერ შერჩეული სასტუმროს ფოტოებიც ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო აძვირებს თაფლობის თვის ხარჯებს და ყველაფერი ერთად 15.000 თურქული ლირა ჯდება. ინტერნეტ მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ წყვილის კამათის მიზეზს და უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ოზჩივიტი საკმაოდ ძუნწი აღმოჩნდა მომავალ მეუღლესთან მიმართებაში, რადგანაც მსახიობი, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქვეყნის მასშტაბით, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტიცაა. შეგახსენებთ, რომ ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ბურაკმა ფაჰრიას აჩუქა ხელის თხოვნის დროს, 90.000 თურქული ლირა დაჯდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100