სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია ფანჯიკიძე: ეს მორიგი დიდი აპათიის დასაწყისია ქვეყნისთვის

აი რას წერს იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ ხალხის კომენტარებზე და საერთოდ არსებულ ვითარებაზე ირაკლი ალასანიას ცოლი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე:

გუშინდლიდან სხვა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, მწყობრიდან გამოვედი. ფრენდების კედლებზეც ამ ინფორმაციის გარდა ვერაფერს ვეღარ ვკითხულობ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
ახლა თვალი მოვკარი ერთს უწერია ტრადიციული ფრაზა - "ახალი სისხლია საჭიროო".. ხო, ხელისუფლებაში ახალ სახეებს გულისხმობს, მაგრამ ეს "ახალი სისხლი" რაღაც განსაკუთრებით ცინიკურად ჩამესმა დღეს.
ახალი სისხლი და სკამებზე რომ მეცადინეობას იწყებენ, ასეთი თვითნაბადი "ნიჭიერების" მიმართ მოთხოვნა საკუთარ გონებაში მაინც რომ შევცვალოთ სიტყვა პროფესიონალებით, არ შეიძლება?
რაც მთავარია, კრიტერიუმი რომ არსებობდეს, რა საფეხურების გავლის, რა გამოცდილების დაგროვების შემდეგ შეუძლია ადამიანს დაიკავოს ესა თუ ის თანამდებობა? მითუმეტეს თანამდებობა, რომელიც ადამიანის ბედს, სამართალს წყვეტს ქვეყანაში.
ანგელოზსაც არავინ გავს, მაგრამ ანგელოზიც რომ იყოს, ამ ურთულესი რეგიონალური საფრთხეების პირობებში, განადგურებული ინსტიტუციების პირობებში, ამდენი შიდა თუ გარე პრობლემის წინაშე მდგარი ქვეყანა ახალთახალი სისხლის ან დავირუსებული ძველი სისხლის მარადიულ ცვლაში კიდევ კარგადაა.
ამ გულისგამგმირავი ამბის და მასთან ერთად სხვა მონათესავე დანაშაულების გამოძიება ხელისუფლების მიზნად უნდა იქცეს.
სხვა შემთხვევაში ეს მორიგი დიდი აპათიის დასაწყისია ქვეყნისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100