სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა კახეთში

უბედური შემთხვევა კახეთში. თელავის რაიონის სოფელ შალაურში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

67 წლის ამირან წიგნაძე და 63 წლის ნუნუ თუშიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდნენ. CO-თი მოწამლულები თავდაპირველად სიძემ ნახა. 

წიგნაძეების ოჯახში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ცოლ- ქმარი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

წინასწარი ინფორმაციით, სახლში CO-ს დაგროვება გაზის გამაცხელებლის გამწოვის არარსებობამ გამოიწვია. კრიმინალისტთა ჯგუფმა შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100