თენგიზ ცერცვაძე: ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი, მდგომარეობა საგანგაშოა
თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, პანდემიის დასასრულის ორი გზა არსებობს: ერთი პირბადეების სწორი მოხმარება და თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება, ხოლო მეორე - მასობრივი ვაქცინაცია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ მაშინ დაიწყებს უკუსვლას, როდესაც აცრილთა დღიური მაჩვენებელი 30 ათასს გადააჭარბებს.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი. შესაბამისად, მდგომარეობა საგანგაშოა. მხოლოდ სანახევროდ სრულდება პირბადეების ტარების რეგულაცია, ხოლო თბილისის გარეთ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სრულდება. ამას ემატება ხალხმრავალი შეკრებები. უკვე დამტკიცდა მსოფლიოში, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, ისე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების შესამცირებლად. მეორე გზა არის უნივერსალური საშუალება - პირბადეების ტარება“, - აცხადებს ცერცვაძე.
კომენტარი