"მეგობრებო, ბოდიშს გიხდით" - "ჩემი ცოლის დაქალების" საგანგებო განცხადება
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:"მეგობრებო, გადაცემა პოსტ სკრიპტუმი ამ დრომდე აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, შესაბამისად, ჩემი ცოლის დაქალების დღევანდელი სერია ეთერში არ გავა. 51-ე სერია ეთერში გავა პარასკევს. ბოდიშს გიხდით."შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის გამო გადაცემა "პოსტ სკრიპტუმი" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
კომენტარი