სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ-იორკში 65 წლის მამაკაცი 12 წლის საცოლესთან ერთად გამოჩნდა, ნახეთ გამვლელების რეაქცია

აშშ-ში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ვიდეო ბლოგერმა სცადა გაერკვია რა რეაქცია ექნებოდათ რიგით მოქალაქეებს 65 წლის მამაკაცისა და 12 წლის გოგონას ქორწინებაზე.

ამისათვის მათ ნიუ-იორკის ქუჩაში სცენა გაითამაშეს, სცენარის მიხედვით მოხუცი მამაკაცი არასწრულწლოვან პატარძალთან ერთად საქორწინო ფოტოებს იღებდა, ამან გამვლელების გაღიზიანება გამოიწვია.

„მშობლები საქმის კურსში არიან, მათგან ნებართვა მაქვს აღებული“ - პასუხობდა 65 წლის მამაკაცი უცხო ადამიანებს, მაგრამ ეს მათ გაღიზიანებას არ აცხრობდა, ერთ-ერთმა გამვლელმა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა. (იხილეთ ვიდეო და გაიგეთ გამვლელების რეაქცია.)

„ყოველდღიურად 33 ათასი გოგონა ქორწინდება ბავშვობის ასაკში და მათ წართმეული აქვთ სწავლის უფლება, მათ ჰპარავენ ბავშვობას.“ - ამ წარწერით სრულდება ვიდეო ბლოგერის ექსპერიმენტი, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ცნობისთვის ამერიკული საზოგადოება აქტიურად ებრძვის ადრეულ ასაკში გათხოვების თემას, მათ აწუხებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული მდგომარეობაც და საკუთარ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზიც, რადგან ზოგიერტთ შტატში ეს პრობლემა მოუგვარებელია. მაგალითად შტატ მისურის კანონის მიხედვით მშობლების თანხმობის შემთხვევაში გოგონას შეუძლია 15 წლის ასაკიდან გათხოვდეს, ტეხასში-14, ნიუ გემპშირში -13, მასაჩუსეჩში კი 12 წლის ასაკიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100