სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემო არაბული: მიმყავხარ და, დაივიწყე ქალაქი

თუკი ტუჩებს შეეხება ტუჩები

თუკი ლექსით გეტყვი,მე შენ მიყვარხარ,

თუ საჩვენოდ განვალეგე ქუჩები

ეს ნიშნავს რომ ჩემი ხარ და მიმყავხარ.

მიმყავხარ და მიგაბარებ მწვერვალებს

თავზე ნისლებს წამოგიფენ ფარივით,

მე ხევსური? შენც ხევსური გახდები

ვერ იცხოვრებ ქალქელი ქალივით.

მიმყავხარ და თუნდაც წუთით ლამაზო

არ იფიქრო ღალატი და რაიმე,

შენ მიყვარდე შენ გიწერო ლექსები

სხვა უკითხო?? მაშინ მოვკვდე ვაი მე....

მიმყავხარ და, დაივიწყე ქალაქი

ჩემში სახლობს ამ თბილისის ფობია,

მოდი გულზე მოგიხატო სტრიქონი

იცი ალბათ წერა ჩემი ჰობია....

მიმყავხარ და, კაბას სიგრძე უზარდე

ფრჩხილებს ლაქი მოაცილე ფაქიზად,

მე ჩემს წესებს,წამოგიშლი უმთავრესს

მე უწესო სიყვარული არ მინდა...

მიმყავხარ და შეგაყვარებ შენც ღამეს

ცაზე ვარსკვლავს გადმოვითვლით როდესაც,

ბედს მადლობა ჩვენ რომ ერთად შეგვყარეს

და ვნანობ რომ არ მიყვარდი ოდესღაც..

გპირდები რომ თანასწორნი ვიქნებით

ვერსად ნახავ ბატონობას კეისრულს,

გთხოვ უბრალოდ მთისკენ მართე ფიქრები

დაგავიწყებ ოდნოსა და ფეისბუქს..

მიმყავხარ და ერთად წავალთ მთებისკენ

ახლა მუცოს,შატილს,არხოტს მიბარდი,

შენი არ ვარ და მე მაინც გეტყვი რომ

მიმყავხარ და,მიყვარხარ და, მიყვარდი..

და ამ ლექსაც გადმოწერამ უმართლა

გამოვიდა ცოტა ალბათ მზეკრული,

შემარცხვინეთ თუკი მართლა ოდესღაც

სიყავრულის მონა გავხდე ხევსური..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100