სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რვა წლის გოგონა, რომელიც თმებით იკვებებოდა...

ჩინელმა ქირურგება რვა წლის გოგონას კუჭიდან 500 გრამი თმა ამოიღეს. რთული ქირურგიული ჩარევის შემდეგ პატრა თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლე იუი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. რამდენიმე წლის წინ, ბებიამ შვილიშვილს შეამჩნია, რომ გოგონა ძირს დაცვენილ თმებს აგროვებდა და „გემრიელად შეექცეოდა“. სამწუხაროდ, ქალბატონმა ეს ქმედება უბრალო ბავშვურ ჩვევად ჩათვალა და დიდი ყურადღებაც არ მიაქცია.

სამი თვის წინ კი პატარა იუიმ სრულიად შეწყვიტა საკვების მიღება და ყოველგვარ ნუგბარზეც უარს ამბობდა. ბებიამ და ბაბუამ კი ჩათვალეს რომ პროფილაქტიკის მიზნით ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ.

რენტგენმა კი აჩვენა, რომ გოგონას მუცელი წლების მანძილზე დაგროვილი თმებით ჰქონდა სავსე. ქირურგებმა სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს და ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაც მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ რვა წლის ბავშვმა უფროსების უყურადღებობის გამო თითქმის მთლიანად აივსო კუჭი თმით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100