კანადის სანაპიროსთან გემი-მოჩვენება გამოჩნდა
კანადის სანაპიროსთან ის თევზსაჭერი ხომალდი შენიშნეს, რომელიც 2011 წლის მარტში ცუნამისას ოკეანემ გაიტაცა. "ხომალდი მოჩვენება", როგორც მას უკვე შეარქვა მედიამ, წელიწადზე მეტია ოკეანეში დინებას მიჰყვება. აქამდე ის ჩაძირული ეგონათ.
ხომალდი 23 მარტს სამხედრო საჰაერო პატრულმა დედოფალ შარლოტას კუნძულებთან შეამჩნია, მოგვიანებით დაადგინეს, რომ ის სწორედ იაპონიაში მომხდარი ცუნამისას დაკარგული თევზსაჭერი იყო. ცუნამისას ხომალდის ბორტზე არავინ იმყოფებოდა.
კომენტარი