საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 316 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 232 079-ს მიაღწია. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე.
გარდაიცვალა 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646პირი ემსხვერპლა.
კომენტარი