სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად ძიძიგური: ჩემთვის ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი

„ჩემთვის ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი. აქციებს აწყობს, აქცზიები მომეცითო, ეს არის თავხედობა, - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუში „პირველები“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.


მისი თქმით, დღეს სამხარაულის ბიურომ დაადასტურა რომ ჩანაწერები ყალბი და შეკოწიწებულია, რაღაცა ტიპის კომბინაციებია ჩატარებული.ზაზა ხატიაშვილმა კი, რომელსაც ვერავინ დასწამებს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ ლოიალურობას, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 2 წუთიანი მონაკვეთი 7-ჯერ არის დამონტაჟებული. ასეთი ტიპის ჩანაწერებზე კოშკების აგება, რომ აი როგორი სისტემური კორუფციაა, აი როგორ მიდის ყველა კოლოფი სიგარეტიდან ფული ქართული ოცნების სალაროში, ეს არ არის სწორი.

არ მიყვარს იმ 9 წლის გახსენება,იმუნიტეტი მაქვს 9 წელზე გამომუშავებული, მაგრამ მე პირადად იმუნიტეტი ასეთი ტიპის ჩნაწერებზეც მაქვს გამომუშავებული. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გამოვარდებოდა ეკრანზე რაღაცა ტიპის ჩანაწერები, სადაც ვიღაცა ვიღაცას ელაპარაკებოდა, მერე ეს იყო რუსეთი ჯაშუში ,მეორე იყო მესოპოტამიის აგენტი,მეხუთე კიდევ რაღაცა და პოლიტიკური ცხოვრება იყო ამაზე აწყობილი და მე ამაზე იმუნიტეტი მაქვს“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია და მთავარი ფიგურანტი, ვინც უნდა დაიკითხოს ჯერ ეს არის ოქუაშვილი. რაც შეეხება ლევან ყიფიანის ეპიზოდს, ზვიად ძიძიგურის თქმით, იგი ერთერთი მოწმეა იმ ცოტა მოწმეებს შორის. „ლევან ყიფიანის ეპიზოდზე თუ კიდევ ვინმე დასაკითხია, მიეცით პროკურატურას ამის საშუალება, რომ გადაწყვიტოს ეს ამბავი თუ მასზე ძალადობა მოხდა, შეურაცხყოფა მიაყენეს რა თქმა უნდა ეს დაკითხვა მოხდება“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100