13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოიფიქრეთ ახალი გზები ძველი პრობლემების გადასაჭრელად.დღეს შეძლებთ ისეთი ორიგინალური იდეის მოფიქრებას, რომელიც ძალიან მალე მოიტანს წარმატებასდა საუკეთესო შედეგებს.
კურო
დღეს საუკეთესო მრჩეველი თქვენი გულია, შინაგანი ხმა. მოუსმინეთ მას და ნებისმიერ სირთულეს იოლად გაუმკლავდებით. შესაძლოა რაიმე ახალი უნარიც კი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში.
ტყუპები
ყველანაირად შეეცადეთ თავი დააღწიოთ აბეზარ ფიქრებს და არ აყვეთ უარყოფით ემოციებს. ეჭვი ნუ შეგეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში და უკან არ დაიხიოთ, სიძნელეებს მტკიცედ დახვდით და აუცილებლად გაიმარჯვებთ.
კირჩხიბი
შესაძლოა შემთხვევით აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციაში და კონფლიქტის მოგვარებას შეეცადოთ, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ კოლეგებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ და მთელი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ.
ლომი
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს დღეს ძალიან სწრაფად და იოლად მოაგვარებთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს და საკმაოდ დიდი დრო დაგრჩებათ პირადი ურთიერთობებისა და გართობისათვის.
ქალწული
წარმატებას მოგიტანთ საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება და შეუპოვრობა, მთავარია სვლა არ შეანელოთ და ასე განაგრძეთ გზა წინსვლისაკენ. ელოდეთ უამრავ კომპლიმენტს მეგობრებისაგან და ყურადღებას ხელმძღვანელობისაგან.
სასწორი
თავი შეიკავეთ სამსახურებრივი საქმეების გარჩევისაგან, განსაკუთრებით უფროს კოლეგებთან, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ მიღებულ შენიშვნებს ან საყვედურებს, გამოიჩინეთ სიმშვიდე და გონიერება.
მორიელი
ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, იყავით ყურადღებით და შეარჩიეთ მოხერხებული დრო და სიტუაცია. შეეცადეთ შეიცვალოთ იმიჯი, თავი წარმოაჩინოთ უფრო სერიოზულ, საინტერესო და საქმიან ადამიანად.
მშვილდოსანი
მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს, იყავით მაყურებლის როლში და ნუ შეეცდებით ვითარების შეცვლას თქვენი შეხედულებების მიხედვით. დაე,მოხდეს რაც მოსახდენია, სხვაგვარი მიდგომა ახლა თქვენთვის წამგებიანია.
თხის რქა
ენას კბილი დააჭირეთ და ნუ შეეცდებით გაიგოთ იმაზე მეტი, ვიდრე იცით, ნურც ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას გამოედევნებით ახლა, ზედმეტი ჩაძიებითა და წვრილმანებზე ორიენტირებით სიტუაციას მეტად გაამწვავებთ.
მერწყული
იყავით ყურადრებით და მეტად შეეცადეთ იყოთ მოვლენების საქმის კურსში, შესაძლოა დაუდევრობით ძალიან სასარგებლო და პერსპექტიული საქმე ვერ შენიშნოთ და კარგი შანსები დაკარგოთ.
თევზები
ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე თქვენი ჯამრთელობის საფასურად, ნუ იტვირთავთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ერიდეთ გადაღლას და დაძაბულობას.
კომენტარი