სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 წლის ასთმიანი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

„ფსიქიური ავადმყოფი და, ასევე ავადმყოფი დედა და 8 წლის ასთმიანი შვილი“ - დამეწრმუნებით ალბათ, რომ ამ ადამიანების მკურნალობის ხარჯებს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარება ვერ დაფარავს.

სწორედ ამიტომ ქუთაისელი მზექალა აბესაძე სახელმწიფო პირების მხირდან დახმარებას ითხოვს, მარტოხელა დედას შვილის მკურნალობისთვის თანხები ესაჭიროება.

უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო, 8 წლის შვილი ასთმიანია და ძალიან ცუდად მყავს, დექსამეტაზონზეა, ასევე სჭირდება ლაშიჭალა და აბასთუმანი ყოველ წელს, რასაც წინა მთავრობა აკეთებდა და მიჰყავდათ ხოლმე, ამით უზრუნველყოფილები ვიყავით. ამ მთავრობის დროს კი ყველაფერი მოიხსნა, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ ურეკში წაყვანილი.

მე უმუშევარი ვარ, დედის სახლში ვცხოვრობ, ჩვენთან ერთად ცხოვრობს ჩემი და, რომელიც ფსიქიური ავადმყოფია. ამას ისიც ემატება, რომ ვართ სოციალურად დაუცველები, არ გვაქვს სახლში არანაირი გათბობა, საშინელ პირობებში გვიწევს არსებობა.

ბევრჯერ მივმართე ქუთაისის მერიას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ დღემდე არავინ დამხმარებია სახელწიფო სტრუქტურებიდან.

იქნებ ვინმემ მომაქციოს ყურადღება სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ჩემს შვილს მაინც ვუშველო რამით.

32 წლის ვარ და მეც საოპერაციო ვარ. საშვილოსნო ჩირქით მაქვს სავსე და ყოველდღე ცუდად ვხდები. მეუბნებიან ამ ოპერაციას დაგიფინანსებთო, მაგრამ საოპერაციო მაგიდაზე რომ დავრჩე ჩემი შვილი სულ უპატრონოდ დარჩება.

ვთხოვ სახელმწიფოს გადამირჩინოთ ჩემი 8 წლის შვილი და უპატრონოდ ნუ დამიტოვებთ მას.“ - განაცხადა მზექალა აბესაძემ დრონი.ჯი-სთან საუბრისას.


598240081; 597 24 33 55 მზექალა გაგუა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100