48 წლის ნაომი კემპბელს შვილის გაჩენა უნდა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ნაომი კემპბელი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა. მოდის 48 წლის ფერადკანიანმა დედოფალმა ინტერვიუ მისცა და მონაწილეობა მიიღო ჟურნალ "ვოგის" ფოტოსესიაში, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძველებულად საოცარ ფორმაშია.
აღსანიშნავია, რომ მის ფანებს აინტერესებდათ არა მხოლოდ ფოტოები, არამედ ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელშიც ქემპბელი გულახდილად საუბრობს პირად ცხოვრებაზე:
"დიდი სიამოვნებით გავაჩენდი შვილს და ვიქნებოდი დედა. ძალიან მიყვარს ბავშვები და როცა მათ გარემოცვაში ვარ, თავად ვხდები მცირეწლოვანი. ჩემს თითოეულ შეცდომას ისე ვიღებ, როგორც გაკვეთილს, რადგან არ მინდა მათ ტყვეობაში ვიყო გახვეული" - განაცხადა ინტერვიუში მოდელმა.
რა თქმა უნდა, ამ სიტყვების შემდეგ მის გარშემო გამძაფრდა საუბარი იმის შესახებ, რომ ნაომი ბავშვის ყოლას სუროგატი დედის მეშვეობით აპირებს.
კომენტარი