სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას

თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" შემავალი პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში პარტიების ცალ-ცალკე გასვლა ნორმალური პროცესია.

"ესაა ნორმალური პროცესი და ჩვენ ეს უნდა დავიწყოთ – ცალ-ცალკე უნდა გავიდეთ და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, ზოგან შევქმნით კოალიციას, ზოგან - არა. ეს საერთო აზრია", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შექმნა საზოგადოების დაკვეთა იყო, რომელიც მათ შეასრულეს.

"საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის ტიპის საფრთხე რომ არ ყოფილიყო, კოალიციას ვერც შევქმნიდით. ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, რომელიც შევასრულეთ. თუ ისე წავიდა პროცესი, როგორც ახლა მიდის, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ გვექნება ფუფუნება მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოგვწონს", - აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100