სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დოკუ უმაროვი რუსეთს ისლამური ტერორიზმით აშინებს

“იმარატ-კავკაზის” ლიდერი დოკუ უმაროვი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ვიდეო-მიმართვაში უმაროვი აცხადებს, რომ “რუსეთი ისლამური ტერორიზმის სამიზნე იქნება”.

ამასთან, იგი რუსეთს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ “სისხლის და ცრემლების წელს” ერთხელ ჰპირდება და აცხადებს, რომ “მისი მებრძოლები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ახალი ძალებით შეივსნენ”.

“გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ჯიჰადი ახალ თავს გახსნის, თუ ალაჰი ნებას მოგვცემს. მოვუწოდებთ კავკასიისა და სხვა ოლქების ყველა მოჯაჰედს, უთანხმოებები წარსულში დატოვონ და ისწაფვონ იმისკენ, რათა ჩვენი ძალა, ნება და ხელისუფლება იმისკენ იყოს მიმართული, რომ ჩვენი მტრის წინააღმდეგ ვიბძოლოთ”, - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100