მსოფლიოს TOP 10 მაღალაზღაურებადი მოდელები
ფორბსმა მსოფლიოს ყველაზე მაღალაზღაურებადი მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა ათეული და ყოველწლიური შემოსავალი შემდეგნაირად გამოიყურება:
ჟიზელ ბიუნდჰენი - 35 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 44 მილიონ დოლარს.
კარა დელავენი - 23 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 9 მილიონ დოლარს.
ადრიანა ლიმა -34 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 9 მილიონ დოლარს.
დოუცენ კრუზი - 30 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 7,5 მილიონ დოლარს.
ნატალია ვოდიანოვა - 33 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 7 მილიონ დოლარს.
მირანდა კერი - 32 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 5,5 მილიონ დოლარს.
ჯოან სმოლსი - 27 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 5,5 მილიონ დოლარს.
ლარა სტოუნი - 32 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 5 მილიონ დოლარს.
ალესანდრა ამბროსიო - 34 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 5 მილიონ დოლარს.
კენდის სვეინპოლი - 26 წლის მოდელი წელიწადში გამოიმუსავებს 5 მილიონ დოლარს.
აღნიშნული სიის გამოქვეყნების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა ფორბსს ინტერვიუ მისცა და გაიხსენა, რომ კარიერის დასაწყისში წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდნენ და ამის მიზეზად მის გარეგნობას ასახელებდნენ.
„მახსოვს ზოგი მეუბნებოდა, რომ დიდი ცხვირი მაქვს ან პატარა თვალები და ამის გამო ვერსასოდეს მოვხვდები ჟურნალის გარეკანზე. 14 წლის ასაკში ამის მოსმენა ადვილი არ არის და ეს მე საკუთარი თავის რწმენას მართმევდა. განვიცდიდი, რომ გარეგნულად სხვა გოგონებზე უფროსს ვგავდი და მათზე ბევრად მაღალი ვიყავი, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს იმისათვის, რომ მიმეღწია წარმატებისთვის.
საბოლოოდ კომპლექსები მამაჩემმა დამაძლევინა. როდესაც ვუამბე ამ პრობლემის შესახებ, მირჩია ვინც ამას გეტყვის უთხარი დიდი ცხვირი დიდი პიროვნების ნიშანიაო. ზუსტად იმ მომენტში მივხვდი, რომ ძალიან ბევრს ვიშრომებდი წარმატებისთვის“ - განაცხადა ჟიზელმა ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კომენტარი