სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისანში, აქციაზე დაკავებული გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს

ისანში, საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კაპანაძე სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.

როგორც კაპანაძემ განაცხადა, პოლიციას მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა.

ცნობისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, საჩივრების განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქციები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციებზე შსს-ს ინფორმაციიით 9 პირი დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100