სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგოს და ბიჭის დიალოგი პლაჟზე

-ტალღების ხმას უსმენ?

-ბანალური საუბრების მოსმენას მირჩევნია.

-რომელი ბანალური?

-„ტალღების ხმას უსმენ?“ ესეც ბანალური იყო

-მაინც დავჯდები შენს გვერდით, იმიტომ, რომ ვიცი გინდა აქ შენთან ერთად ვიყო, მაგრამ არ მეუბნები

-რომ მინდოდეს გეტყოდი

-ფაქტია, რომ არ მეუბნები, იმიტომ, რომ გეშინია

-რისი?

-იცი რისიც

-უფ

-მე შეგისრულე სურვილი, დავჯექი შენს გვერდით, ეხლა შენი ჯერია

- რა გინდა?

-მელაპარაკე

-რაზე?

-შენზე

-რა გითხრა?

-რა გიყვარს ყველაზე მეტად?

-კამპოტი და მურაბა

-...

-თავისუფლება

-ასე ბავშვივით გავიბუტო ხოლმე, იმისათვის, რომ სერიოზული პასუხი მაღირსო?

-...

-სერიოზულად რატომ არ აღმიქვამ?

-შემდეგი

-რა შემდეგი?

-შემდეგ კითხვაზე გადადი

-რატომ გიყვარს თავისუფლება?

-ყველაზე მაგარი მდგომარეობაა თავისუფლება

-სრულიად თავისუფალი, მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს

-ეგ სად წაიკითხე? ფეისბუქზე?

-არა ფილმში თქვეს

-...

-ნუ მიყურებ ეგეთი სახით

-როგორი?

-უწიგნურიაო ჩემზე ფიქრობ

-მერე?

-არ ვარ მთლად უწიგნური

-ბოლოს რა წაიკითხე?

-გოჩა მანველიძის მგლებითქო გეტყოდი, მაგრამ ეგ ძველი შუტკაა

-მართლა რა წაიკითხე?

- დორიან გრეის პორტრეტი

-მერე?

-ზღაპარია

-დორიან გრეი სიუჟეტის კი არა ფრაზებისა და აზრების გამოა გენიალური

-„საკმარისია ადამიანი სხვებისგან გამოირჩეოდეს რაიმე საუკეთესო თვისებით, ან გონება უჭრიდეს, რომ მის წინააღმდეგ მაშინვე ასისინდნენ ბოროტი ენები.“

-ანუ?

-რა იყო შენ არ გაქვს წაკითხული? მაქედანაა ეს ფრაზა

-მე სხვა ფრაზები დამამახსოვრდა, მაგალითად: „ჩვენს დროში ხალხმა ყველაფრის ღირებულება იცის, მაგრამ - ფასი არავინ.“

-რატომ მაინცდამაინც ეგ?

-არ ვიცი

-დებილი ხარ!

- რატომ?

- სისულელეებზე ფიქრით იჭედავ გონებას იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებით დატკბე

- რა იცი, რომ არ ვტკბები?

- რითი? თავისუფლებაზე ოცნებით?

- თუნდაც

- სასაცილოა, შენ არც კი იცი რა არის თავისუფლება. ოცნებებში კი ფრთხილად უნდა იყო, შეიძლება აგიხდეს

- თავისუფლება ბევრ რამეს მოიცავს, ფეხსაცმელი, რომ არ გიჭერს მაგით დაწყებული - ყველაფერი, რომ ფეხებზე გკიდია მაგით დამთავრებული.

- ყველაფერი ფეხებზე ნარკომანებსაც კიდიათ, როცა კაიფში არიან

- ნარკომანი, რომ გახდე ჯერ თავისუფლებას უნდა მიაღწიო, საზოგადოებრივი აზრის გათვალიწინების მანიისგან უნდა იყო თავისუფალი

- მარტო დებილი კი არა გიჟიც ხარ

- არავინ არ ვარ, თავისუფლებაზე მეოცნებე ადამიანი ვარ

- თავისუფლება ნიშნავს, რომ არავინ უნდა გიყვარდეს, იმიტომ, რომ ვინც გიყვარს მასზე დამოკიდებული ხარ. უსიყვარულობა კიდევ მარტოობაა

- არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან შენს ცხოვრებაში და შენ ხვდები, რომ მარტოობა კარგია...

- გეუბნები ვერ ხვდებითქო თავისუფლების მნიშვნელობას

-ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არავინ იცის, ეს ალბათ ის მდგომარეობაა, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევ... მხოლოდ ვიღაცასთან შედარებით თავისუფალი შეიძლება იყო, ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნები

- ჰმ, ახლა მივხვდი, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმის, რომ სულ გამირბიხარ

-რა?

-გშურს ჩემი. მე შენზე თავისუფალი ვარ

- არ მშურს

- გშურს, ბევრი რამ გშურს ჩემი

- მაინც რა?

- ის რომ მე მაქვს ის ყველაფერი რაზეც შენ ოცნებობ, მე დაბადებისთანავე მაჩუქა ბედმა ისეთი რაღაცეები რაც შენ წვალებით მიიღე

- შეიძლება

- მე მაქვს ის რაც შენთვის ოცნებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მე მაქვს ის რაც მინდა

- და რა გინდა?

- არ ვიცი. უფრო სწორად ვიცი, მე მინდა ვიცოდე რა მინდა

- ანუ შენ ის გინდა რაც მე მაქვს. მე, ხომ ვიცი რა მინდა

- ხო ეგრე გამოდის

- ნეტა ოცნებების გაცვლა შეიძლებოდეს

- მე ეგრევე ჩემს თავზე ვიოცნებებდი, მერე გაგიცვლიდი ოცნებას და მერე აგიხდენდი

- აჰა ისევ გააფუჭე ყველაფერი

- არადა რა კარგად ვლაპარაკობდით არა?

- ნორმალურად

- რატომ არ მოგწონვარ?

- მომწონხარ

- ხო, მაგრამ ბოლომდე არა

- რად გინდა, რომ ბოლომდე მომწონდე? მილიონ გოგოს მოსწონხარ მასე

- ისინი ყველანი ისე გვანან ერთმანეთს, როგორც თეთრი ფურცლები... და არც კი ფიქრობენ ზედ რაიმე დაწერონ.

- მაგ სიტყვებს ყველა გოგოს ეუბნები ხო?

- კი

- იდიოტო

- მარტო შენნაირ გიჟებს ვეუბნები, სხვებს უფრო ცოტაც ყოფნით

- ბევრს იცნობ ჩემნაირს?

- შენ ერთიც ბევრი ხარ

- რატომ გადამეკიდე ასე?

- მოდაშია ინტელექტუალი ნაშები

-როგორ უნდა მოგიშორო თავიდან?

-ის უნდა მომცე რაც მინდა

-და რომ არ მოგცე?

- ვერასოდეს მომიშორებ

- რომ გავსუქდე? ან თავი, რომ გადავიპარსო?

- არ იზამ მაგას

- რატომ?

- გიჟი კი ხარ, მაგრამ პირველ რიგში ქალი ხარ, ქალებს კიდევ გევასებათ კაი ვიდზე ყოფნა

- სხვა რამ, რომ მოვიფიქრო?

- ჩემი მოშორების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, უნდა მივიღო შენგან ის რაც მინდა და მერე მეთვითონ წავალ

- ვერ მიიღებ

-ესეიგი არ გინდა, რომ მომიშორო

-მინდა, მაგრამ ეგრე არა

- სხვანაირად არ გამოვა, ვერ მომიშორებ და გავაგრძელებ შენი ტვინის ბურღვას, ზუსტად ისე როგორც დღეს, გუშინ, გუშინწინ, ერთი თვის წინ, ორი თვის წინ და რავი რამდენი ხანია რაც თავს გაბეზრებ?

-ზოგჯერ მგონია, რომ საუკუნეა

-ხოდა იქნება კიდევ მრავალი საუკუნე

-და ამასობაში, რომ შეგიყვარდე?

- შანსი არაა!

- ვნახოთ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100