სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

SMS-ის გაგზავნისას დაშვებული შეცდომის გამო გოგონას 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება

SMS-ის გაგზავნისას დაშვებული შეცდომის გამო გოგონას 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია, კერძოდ კი fox59 ავრცელებს.

საუბარი აშშ-ში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც 19 წლის გოგონას, სახელად შელბი ეიქსი, ტელეფონის ნომერი აერია და სმს-ით ნარკოტიკების ყიდვა შესთავაზა პოლიციის თანამშრომელს.

სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შეძენის სურვილი გამოთქვეს, გოგონასთან შეხვედრაზე მივიდნენ, მისგან 700 დოლარის ღირებულების კანონით აკრძალული პრეპარატები შეიძინეს და შემდეგ დააპატიმრეს.

კანონის თანახმად, შელბი ეიკს 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100