სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კეტი ჰოლმსმა ოჯახის დანგრევა ვიქტორია ბექჰემის რჩევის საფძველზე გადაწყვიტა

ცნობილი მსახიობი, კეტი ჰოლმსი, სანამ მის ცხოვრებაში მეტად სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რჩევას მეგობრებს და მათ შორის, ვიქტორია ბექჰემსაც დაეკითხა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჰოლმსმა ყოველივესთვის წერტილის დასმა სწორედ ბექჰემის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.

ჰოლმსმა განქორწინებისთვის მზადება რამდენიმე კვირის წინ, მეუღლესგან მალულად დაიწყო. ყოველივე სააშკარაოზე კი მხოლოდ ექვსი დღის წინ გამოვდა.

როგორც ცნობილია, ბექჰემმა მეგობარს ურჩია არ დაეშვა იგივე შეცდომა, რაც კრუზთან განქორწინებისას ნიკოლ კიდმანმა დაუშვა. ბექჰემმა სთხოვა კარგად დაფიქრებულიყო ყოველ ახალ გადადგმურ ნაბიჯზე და შვილზე მეურვეობა ნებიმიერ ფასად ჩამოერთვა ქმრისთვის.

კეტი ჰოლმსმა მეგობრის რჩევა გაითვალისწინა. ყოველივე საიდუმლოდ შეინახა. თავდაპირველად ნიუ იორკში საცხოვრებელი სახლი იქირავა, შემდეგ ბავშვთან ერთად იქ გადავიდა და მეუღლესაც საქმის არსი გააცნო.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში უკანასკნელი დროის ყველაზე სკანდალური განქორწინების მომსწრენი გავხდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100