ლიბერთი ბანკის ახალი სერვის ცენტრი შუახევში
24 აგვისტოს, ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ შუახევში, რუსთაველის #13-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხისაღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალურიგადასახადების დაფარვა.
ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელისაბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მლნ ფიზიკურ და 72 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
ლიბერთი ბანკის საბაზრო წილი 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.2%-ს შეადგენს.
კომენტარი