სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სანამ არ ვისწავლით საკუთარის დაფასებას არაფერი გვეშველება“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ირაკლი ფიფიასთან

ირაკლი ფიფია ახალგაზრდა, ნიჭიერი და სიმპათიური მოცეკვავეა. ამასთანავე, სხვადასხვა პროექტებში ქორეოგრაფიც გახლავთ. აქვს საკუთარი სტუდია და საზოგადოებამ ის პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა“ გაიცნო.

დრონი.ჯი ახალგაზრდა მოცეკვავეს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ირაკლი ჩვენთან პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

- საზოგადოებამ პროექტით, " შენ შეგიძლია ცეკვა" გაგიცნო, სადაც მეორე ადგილი დაიკავე. მოგვიყევი, რა განცდებთან და ემოციებთან იყო დაკავშირებული პროექტში მონაწილეობა.

- ემოციები ნაკლებად. მოტივაცია იყო ის, რომ განვითარების საშუალება მქონდა. ლოგიკურია, პოპულარული თვალსაზრისითაც წინ წავედი. არ მჯერა იმის, რომ ვინმეს პოპულარობის სურვილი არ აქვს, რაც არ უნდა საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ფინალამდე ისე მივედი, რომ მხოლოდ ერთი ლაივი არ ვიყავი ესემეს ლიდერი, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. რაც შეეხება ფინალს, სულ რაღაც ორი პროცენტი დამაკლდა იმისათვის, რომ მომეგო. ასე რომ მე ჩემს თავს არ ვთვლი წაგებულად. ვფიქრობ მეც გავიმარჯვე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კარგი პერიოდი.

- როგორც ვიცით ჯგუფ “mess dance studio ”-ის დამფუძნებელი ხარ, როგო აეწყო შენი კარიერა?

- დავიწყებ იმით, რომ არასდროს მიფიქრია ვყოფილვიყავი პროფესიონალი მოცეკვავე. ვიყავი ძალიან პატარა, როდესაც სადღაც წავიკითხე, რომ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში სჭირდებოდათ ქორეოგრაფი. მივედი ვაჩვენე ჩემი თავი და დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ დაახლოებით ერთი წელი ვცეკვავდი ბერასთან, მერე იყო x-ფაქტორი, ბრავო, ევროვიზია, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფობა და ასე წამოვედი წინ და წინ.

ძალიან დიდი ისტორია გააჩნია ამ სტუდიას, არასდროს გამიპიარებია. როდესაც მოდიოდნენ ირაკლისკენ იყო გეზი და არა ამ სტუდიისკენ. აი ბოლო ორი წელია უკვე ვაშეარებ ფეისბუქზე და აქტიურები გავხდით. ეს არის „mess dance studio“-ანუ არეულობა.

- როგორც ვიცი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, გოგონებს ძალიან მოსწონხარ! შენზე როგორ აისახება გოგონების მხრიდან ინტერესი?

- კი ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ ვცდილობ დისტანციური ვიყო. ბევრი, ვითომ ცეკვის გამო მოდის, მაგრამ რეალურად სხვა რამეშია საქმე. (იცინის) ასეთ ადამიანებთან ვცდილობ მაქსიმალურად ვაკონტროლო თავი და ელემენტარულ საუბარშიც კი არ დავუშვა ისეთი შეცდომა, რასაც შეიძლება გართულებები მოყვეს. როგორ გამომდის ეს ყველაფერი არ ვიცი, თუმცა მე ვცდილობ.ლოგიკურია მომწონს ეს ყურადღება, ეს ყველას მოსწონს, თავდაჯერებულობას გმატებს ადამიანს.

- გოგონა, რომელსაც ხელი სთხოვე, ალბათ, შენი ცხოვრების სიყვარულია. მოგვიყევი მის შესახებ!

- პირველ რიგში, ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ორივე ხელოვანი ვართ. მე ჩემი საქმე მაქვს, მას თავისი და ერთმანეთის საქმიანობა გვესმის, პატივს ვცემთ. ძალიან ბევრი წყვილი მინახავს, სულ ჩხუბობენ, ერთმანეთს ეკიდებიან. მე ამას თავიდანვე ავარიდე თავი და ურთიერთობის საწყის ეტაპზე ანას ავუხსენი როგორი ვიყავი, რა ცხოვრება მქონდა. ძალიან ბევრ გოგოსთან მიწევს ურთიერთობა და მთელი ამბები. სიმართლე გითხრათ ამ თემაზე პრობლემა, ჩვენ ორს შორის არ ყოფილა. ამ გოგონების დამოკიდებულებას ძალიან ჯანსაღად უყურებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა.

- როგორც ვიცით ქორეოგრაფი ხარ. როგორ ფიქრობ, რამდენად კარგად გამოგდის ეს საქმე?

- მე თვითონ საზოგადოების აზრით გიპასუხებთ. დღეს ჩემ სტუდიაში დაახლოებით 200 მოსწავლეა. როდესაც კლიპებს ვიღებ ჩემი ქორეოგრაფიით და ვაქვეყნებ, ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს და დაახლოებით 20 ახალი ადამიანი მაინც მოდის სტუდიაში ცეკვის შესასწავლად. ქუთაისიდან, ბათუმიდან მიგზავნიან ვიდეოს, თუ როგორ სწავლობენ ჩემ ქორეოგრაფიას და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ეს ყველაფერი უკვე ნიშნავს იმას, რომ გამომდის.

- რას უთვლი საკუთარ თავს ყველაზე დიდ წარმატებად?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო, მოხვედრა პროფესიონალებში ბერასთან, სადაც ზაკ რისი იყო ჩვენი ქორეოგრაფი და მოვხვდი აბსოლიტურად სხვა სამყაროში. ზაკმა ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა, ძალიან გამზარდა. შემდეგ იყო ევროვიზია, სადაც ერთ-ერთი ქორეოგრაფი ვიყავი მეც. მესამე წარმატება გახლავთ ჩემი საკუთარი სტუდია.

- რაიმე ნიჭს თუ ფლობ, გარდა ცეკვისა?

- როდესაც პატარა ვიყავი 15-16 წლის გამოვდიოდი კონცერტებზე. ნოდიკო ტატიშვილთან, ქეთი ორჯონიკიძესთან, რატი დურგლიშვილთან და ასეთ ადამიანებთან ერთად. ცოტა ამბიციური ადამიანი ვარ და იმ გზას გავყევი რაც ზუსტად ვიცი რომ უკეთესად გამომდის და არა იმას, რასაც ეჭვის თვალით ვუყურებ.

- შენი სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრე.

- არ ვიცი ჯერ სამომავლოდ რა იქნება. ჩვენ ქართველებს გვაქვს ერთი ცუდი თვისება. ნიჭიერ ადამიანებს არ ვაფასებთ, თუ ის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელია. ყოველთვის გვირჩევნია უცხოეთიდან ჩამოყვანილი და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ან რანაირად შეუძლია მას მუშაობა. შესაძლოა, დადგას სრული სისულელე, მაგრამ მას მაინც სხვანაირი პრიორიტეტები აქვს. აი, მარტივ რამეს გეტყვი, მე და ჩემი მეგობარი ტყუპები, ყოველ წელს ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების მისაღებად. მასტერკლასებს გვიტარებენ ქორეოგრაფები, რომლებიც არიან: ჯასტინ ბიბერის, ჯასტინ თიმბერლეიქის, აშერის, არიანა გრანდეს და მსგავსი ადამიანების ქორეოგრაფები. მოკლედ: სანამ არ ვისწავლით საკუთარის დაფასებას არაფერი გვეშველება

-ორი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი.

- ყურადღებიანი შრომისმოყავრე.(იცინის)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100