სოფელ ყიზილაჯლოში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა
სოფელ ყიზილ-აჯლოში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.”დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი