სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმთო ლიტურგია გაიმართება.

ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას ყოვლადწმინდა სამების დაკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მორწმუნეები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100