მაია დარსმელიძემ ფეისბუქ-სტატუსით „ვოისელების“ გაწითლება სცადა
მაია დარსმელიძე ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:
ვოისური ვნებათაღელვა გრძელდება
: )
რა მაგარია,
რომ ვერცერთი
ჩემი კონკურსანტი
ვერ იტყვის
რომ ბრმა
ქასტინგამდე იყო
ჩემთან სტუდიაში,
მიმღერა საკონკურსო
სიმღერა, ჩაწერა
ამ სიმღერის
პლიუსი და
მიიღო ჩემგან
მითითებები, თუ
როგორ ემღერა
რომ მე
შევტრიალებულიყავი მისკენ.
რა მაგარია, რომ ჩემს გუნდში მყოფ ბავშვებს ნამდვილად არ აწუხებს არასრულფასოვნების
კომპლექსი,
რომ ზუსტად იციან რომ ნამდვილად მაგრები არიან და წინასწარ არ "აგვარებენ"
ამბებს : )
მაგრა მიკვირს იმ კონკურსანტების,
რომლებსაც
ევროპელობის
პრეტენზია
აქვს და ამავდროულად, რბილად რომ ვთქვათ, ასე "არაევროპულად",
წინასწარ თავისი მწვრთნელის გასაცნობად მის სტუდიაში მიდის. მინდა ვკითხო ასეთ ბავშვებს, ნუთუ ასე არ ჯერათ თავისი თავის და მონაცემების, რომ წინსწარ ურთიერთობების "დალაგებაზე"
ფიქრობენ?
ლოგიკურია,
რომ თავი მაგრებად არ მიაჩნიათ, თორე რატომ "იზღვევენ" თავს და ქართულ ტრადიციულ
"ჩაწყობას"
მიმართავენ?
აი ამ ლოგიკაზე დაყრდნობით ვასკვნი რომ ჩემი კონკურსანტები ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. დანარჩენ ვოისელებს კი მივმართავ შეკითხვით: ამას რომ წაიკითხავთ, რამდენი "მაგარი" გაწითლდებით??
კომენტარი