სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, ნეიროქირურგი და ნერვოპათოლოგი უნდა ჩაერთოს” - გეჯაძე ლაშქარავას საქმეზე

5 ივლისს სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზის დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტი, საქმეში ტოქსიკოლოგის, ნარკოლოგის, ნეიროქირურგის, ინფექციონისტის და ნევროპათოლოგის ჩართვას ითხოვს. ალექსანდრე გეჯაძე საგამოძიებო უწყებას მიმართავს და ამბობს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღების შემდეგ, სპეციალისტების ჩართვა აუცილებელი იქნება. მისი თქმით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგების დადებას არანაკლებ ერთი თვე დასჭირდება. "შედეგებს 20-25 დღეში ალბათ სამხარაული დადებს, ერთად შევისწავლით. შევაჯერებთ ჩვენს მიერ მაკროსკოპულად, ანუ გვამის გაკვეთის პროცესში ნანახ ცვლილებებს და ამის მერე უფრო დავაკონკრეტებთ ჩასართავი ვიწრო პროფილის სპეციალისტების პროფილს. მივმართავ გამოძიებას, სიკვდილის მიზეზის დასადგენად და შესაბამისად, მიზეზშედეგობრივ კავშირზე მსჯელობისთვის ამ მოტეხილობების ამ ტრავმასთან ჩართული უნდა იქნას კრიტიკული ტოქსიკოლოგი და ნარკოლოგი, ნეიროქირურგიის ინფექციონისტი და ნერვოპათოლოგიც",- თქვა ალექსანდრე გეჯაძემ. ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე მას სასტიკად გაუწსორდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100