მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება.
„პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენაც წავალთ. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება. მაგრამ, მე სულ ვლაპარაკობ, რომ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია აუცილებლად არ ნიშნავს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, ამაში მონაწილეობს როგორც ორგანიზმური პასუხი, ასევე თვითონ ვირუსის ხასიათი და აქედან გამომდინარე, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს.
კომენტარი