ლელიკო ჯაფარიძე: იმ ნინო ბურჯანაძეს ეკვრებით, რომელმაც თავზე დაგაფსათ?!
„დრონი.ჯი“-მ მოიძია ის ფრაზები, რომლითაც ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციის ლიდერები და მისი დღევანდელი პოლიტ-მეგობრები მიწასთან ასწორებდნენ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ როგორ ლანძღავდნენ და ლანძღავენ ქალბატონ ნინოს...
ზვიად ძიძიგური:
მ
ალე მოვა ის დრო, როცა ნინო ბურჯანაძე, მისი მეუღლე და მამამისიც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან. იმ ქონებას კი, რომელიც ამ ხალხმა ხალხის, სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვითა და ქურდობით დააგროვა, აუქციონზე გავყიდით და ისევ იმ ხალხს დავუბრუნებთ, რომელთაც წლებია ძარცვავენ.
კობა დავითაშვილი: ანზორ ბურჯანაძე, თავისი წარსულით, ნებისმირ ლეგენდარულ მაფიოზს გაუწევდა კონკურენციას. დიდი ეჭვი მაქვს, ქალბატონი ნინო მაფიოზური გაქანებით მამამისს აჯობებს და გადააჭარბებს, რადგან მასზე აშკარად ნიჭიერია, უფრო განათლებული და, რაც მთავარია, გაცილებით სოლიდურ სახელისუფლებო ბერკეტებს ფლობდა ვიდრე „ანზორ მაფიოზი“.

ლელიკო ჯაფარიძე: მე არ მჯერა დავით გამყრელიძისა და ლევან გაჩეჩილაძისა, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძესთან აპირებენ ალიანსს. იმ ნინო ბურჯანაძეს ეკვრებით, რომელმაც თავზე დაგაფსათ?!
დავით გამყრელიძე: ნინო ბურჯანაძემ უკვე დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკოსის სახე, მოქალაქის სახე, ახლა ის უკვე ქალის სახეს ჰკარგავს და წარმოიდგინეთ, ძალინ მშვიდად ეგუება ამასაც.
თემურ ჟორჟოლიანი: ნინო ბურჯანაძე არის სენი და უბედურება ამ ქვეყნისთვის. ეს ავადმყოფი ქალი, ეს ავადმყოფობა უნდა მოვიშოროთ.
თეო ტლაშაძე: ნინო ბურჯანაძე არის 7 ნოემბრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მან საკუთარ ჭუჭყიან წარსულს, კიდევ ერთი შავი ლაქა შემატა.
ირაკლი მელაშვილი: ნინო ბურჯანაძე არის უსინდისო ადამიანი. ზოგი ამბობს, რომ ის არის მონა და სხვის დაკრულზე ცეკვავს. ასე არ არის. მონა კი არა, დიდი გაიძვერაა - საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად მზადაა ყველაფერი, მათ შორის, უკადრისიც იკადროს.
ლევან ბერძენიშვილი: მიშა სააკაშვილი კი მაინც სუფთად მოვიდა ხელისუფლებაში, თვითონ არ იყო კორუმპირებული და ასეთ ხალხს იქით დასდევდა. ბურჯანაძეს რა აქვს სათქმელი და სალაპარაკო? კორუფციის ჭაობიდან ისევ კორუფციის ჭაობში აღმოჩნდა დემოკრატიის იმიჯით. მეშინია, არ დაიხრჩოს, ამ ჭაობში, ქალბატონი ნინო!
ჯონდი ბაღათურია: ნინო ბურჯანაძე არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოს დეგრადირებისა და კორუფციონერობისა, ნინო და მისი ოჯახი.
ირინა სარიშვილი: ნინო ბურჯანაძე რომ მორალს წაგიკითხავს და ეს ქვეყნის პირველი თუ არა, მეორე დამაქცევარი ოპოზიციის ლიდერი გახდება, იქ უკვე დამთავრებულია ოპოზიციის საქმე.
შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციაში? როგორ დავდგები მაგ გათახსირებულის გვერდით? რა მინდა მე ქურდებთან და ყაჩაღებთან? ბარემ ნოღაიდელიც გადმოვიდეს ოპოზიციაში და პოლიტიკურ-მაფიოზური ბარდაგი შექმნან. ვაი, ამათ პატრონს!
კახა კუკავა: ნინო ბურჯანაძისა და მისნაირი უსინდისო ადამიანების ტყუილებზე, მე კომენტარს არ გავაკეთებ.
გია ცაგარეიშვილი: ნინო ბურჯანაძემ მთელი ოპოზიცია შეურაცხყო. ის უსინდისო ადამიანი და პოლიტიკოსია.
გუბაზ სანიკიძე: არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რიმ ქალები იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ ნინო ბურჯანაძისნაირ ქალბატონებს, არათუ უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში ყოფნა, კარგი იქნება, მის და მისნაირების სახელს, საერთოდ, ტაბუ თუ დაედება პოლიტიკაში. ვიდრე ბურჯანაძისნაირები პოლიტიკაში ამინდს ჰქმნიან, მანამდე არაფერი გვეშველება.
ფიქრია ჩიხრაძე: ნინო ბურჯანაძის ადგილას რომ ვიყო, პოლიტიკიდან წავიდოდი და კარგა ხნის მანძილზე, სახლიდან გარეთ გამოსვლისაც შემრცხვებოდა.

კახა შარტავა: ნინო ბურჯანაძე არის ჩვეულებრივი მონა, რომელიც ხელისუფლების ყველა დავალებას ასრულებს. არ შეასრულებს და დაიჭერენ, მამამისსაც მიაყოლებენ ზედ.
ალეკო შალამბერიძე: ბურჯანაძე თუ ცოტა ყურებს არ გამოიბერტყავს, იცოდეთ, პოლიტიკაში დიდი მომავალი არ უწერია.
თემურ შაშიაშვილი: სულზე მივუსწარი, თორემ ნინო ბურჯანაძე და მამამისი, გელათის გაყიდვასაც აპირებდნენ, მთელი ქუთაისი მაგათ ჩაიჯიბეს.

ლელიკო ჯაფარიძე: რა უნდა დავიჯერო იმ ოპოზიციისა, რომელიც ბურჯანაძეს სიყვარულს ეფიცება? ეგ ბურჯანაძე არ იყო, ამათ მოღალატეებს რომ ეძახდა, ნარკომანებს და ათას უბედურებას და ეს ოპოზიცია არ იყო, რომ აგინაბდა მაგ ბურჯანაძეს, არაქალსა და ქალის კარიკატურას რომ ეძახდა?
ჯანსულ ჩარკვიანი: ნინო ჩემი ნათლული კია და თუ პოლიტიკაში ვერ ივარგა, თავის მოკვლას მე ნუ მომთხოვთ, ანზორ ბურჯანაძეს მოჰკითხეთ - მისი გაზრდილია.
ლევან გაჩეჩილაძე: ახლა ნინო ბურჯანაძის გინებაზე გადავალ. დაიმსახურა და იმიტომ!
თინა ხიდაშელი: ნინო ბურჯანაძეს ჰყოფნის თავხედობა და აქეთ მორალს გვიკითხავს, მის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უამრავი დანაშაულის გამო, რაც მას და მისი ოჯახის წევრებს ჩაუდენიათ წლების მანძილზე.
ირაკლი წერეთელი: ვაი, ამათ პატრონს! ნინო ბურჯანაძე ვისი ოპოზიციონერია, მიხეილ სააკაშვილის? მიმიფურთხებია იმ ოპოზიციისთვის, ნინო ბურჯანაძის გვერდით რომ დადგება და სააკაშვილის დიქტატორობაზე დაიწყებს ყვირილს.
გია თორთლაძე: მე არაფერს არ ვიგონებ, კაცო, ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, მათაც ჰკითხეთ. სამეგრელოში, ყველა რუსი გენერალი და მაღალი ჩინის სამხედრო, ვისთანაც შეხება მქონდა, ყველა ნინო ბურჯანაძის რეიტინგს მეკითხებოდა, ყველა იმას კითხულობდა, ბურჯანაძეს რა შანსი აქვს პრეზიდენტობისაო. ასე იყო და რა ვქნა ახლა?
რევაზ მიშველაძე: ნინო ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც პარლამენტში ხელების გრეხვით მოახერხა, პირადობის მოწმობიდან ეროვნების ამოღება, როგორც თვითონ არის უჯიშო და უეროვნებო, ყველა ქართველი უნდა რომ ასეთი გახდეს.
თემურ შაშიაშვილი: ბურჯანაძე არის სომხური პოლიტიკის ლობისტი საქართველოში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედა ჰყავს სომეხი და ამას მალავს, მე სხვა ფაქტები ვიცი და ამას მალე გამოვამზეურებ.
გოგა ხაინდრავა: ნინო ბურჯანაძე გათახსირებული ადამიანია, მას არანაირი უფლება არა აქვს, იყოს ქართულ პოლიტიკაში. მაგისი და მაგისი ქმრის ადგილი არის ციხეში და ნუ გეშინიათ, მალე ჩაჯდებიან კიდეც, თან, საკმაო ხნით.
დავით უსუფაშვილი: ნინო ბურჯანაძემ დაამახინჯა კონსტიტუცია. მე ამ წუთას, არ მაინტერესებს, ვისი დავალებით მოქმედებს. ქალბატონი ისეთ საქციელს სჩადის,მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი მიუდგება.
ირინა სარიშვილი: ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შემოვუნახოთ შთამომავლობას. 200 წლის მერე, მუზეუმში უნდა მივიდეს ხალხი, რათა საკუთარი თვალით იხილოს ნიმუში აბსოლუტური უსირცხვილობისა.
დავით გამყრელიძე: ნინო ბურჯანაძე არის ჩვეულებრივი ცრუპენტელა, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, მას ღირსება არ გააჩნია. ბურჯანაძემ ღირსება თანამდებობაზე და ფეშენებელურ ცხოვრებაზე გაცვალა.
გიორგი კობახიძე: ნინო ბურჯანაძემ ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა.
სალომე ზურაბიშვილი: მათ, ვინც უკიდურესი გაჭირვება გადაიტანა, გადაიტანა დრო, როდესაც არაფერი იყო საჭმელი, ახსოვს, რომ ბურჯანაძის მამამ იშოვა ქონება და მას მილიონები აქვს, მან ამ კრიზისით ისარგებლა.
ირაკლი წერეთელი: ოპოზიციას ჭკუა რომ არ ჰქონდა, კი ვიცოდი, მაგრამ სინდისთანაც თუ ასე მწყრალად იყვნენ, მართლა არ მეგონა, რა ნამუსით დაიყენეს გვერდით ბურჯანაძე, ეგენი არ იყვნენ სამშობლოს მოღალატეს, პურის ტომარას და სააკაშვილის ნოტარიუსს რომ ეძახდნენ? არცერთი ქალისთვის მსოფლიოში ეს არ უკადრებიათ, რაც ბურჯანაძეს აკადრეს და ახლა გახდნენ კოლეგები?

კომენტარი