სან-ფრანცისკოში მიწისძვრა მოხდა
აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში მშვიდი შუადღე რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრამ დაარღვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრენ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა, თვითმხილველები ადასტურებენ, რომ რყევა თითქმის ყველა მაღალსარჲლიან სახლში იგრძნობოდა. ბიძგები დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. "ბიძგები იგრძნობოდა, თუმცა, გადავრჩით", - განუცხადა "როიტერს" სკოლის მასწავლებელმა, რომელიც მიწისძვრის მომენტში კლასში მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა.
კომენტარი