სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსებმა ყველაზე სიმპატიურ კაცებად ქართველები დაასახელეს

მსოფლიოს ყველაზე სიმპატიური მამაკაცების ხუთეულში საქართველო პირველ ადგილზეა. აღნიშნულ რეიტინგს რუსული მედია აქვეყნებს, სათაურით „სად წავიდეთ სიმპატიური კაცების სანახავად?“ და სტატიას ქუდად მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ფოტო ადევს.

„ოხ ეს ვნებიანი, ტემპერამენტიანი ქართველი მამაკაცები. მათი შეშლილი ინტერესები ზოგჯერ გაშინებს, მაგრამ ძირითადად მაგნიტივით იზიდავს ქალებს.

სიყვარული და სექსი, ოჯახი და ბავშვები, მადლიერება და ტალანტი - ეს სერიალის მოკლე შინაარსი კი არა ქართველი მამაკაცის პორტრეტია. ამ ყველაფერს დამატებული საცივი და გიჟური ვნება და თქვენ მიიღებთ ნამდვილ ქართველ მამაკაცს.“ - წერს გამოცემა ტოჩკა თრეველი.

ქართველებთან ერთად ხუთეულში მოხვდნენ: ავსტრალიელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და შვეიცარიელი კაცები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე სიმპატიურ ავსტრალიერ მამაკაცად სტატიაში ჰიუ ჯეკმანია დასახელებული, თუმცა მთავარი ფოტო მაინც ნოდიკოს შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსებს ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯეკმანზე უფრო სიმპატიურად ჩვენი მომღერალი ტატიშვილი მიაჩნიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100