სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული.
პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100