საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ პოსტზე მუშაობის დაწყების მსურველების განცხადება 20 დეკემბრის, 18:00 საათამდე მიიღება.
მაუწყებლის ყოფილი დირექტორის განცხადება გადადგომის შესახებ სამეურვეო საბჭომ დღეს დააკმაყოფილა. ახალი დირექტრის არჩევამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს.
კომენტარი