სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აპრილს სიყვარულით გავირთულებ, და გაზაფხულივით გავშიშვლდები...

აპრილს შენს ღიმილში ავამღერებ,
და გაზაფხულივით დაგითბები...
მაინც, ვერასოდეს დამაჯერებ...
რომ არ გყვარებია, ეს რითმები...

აპრილს მოგაწონებ ყვავილებით,
ვიცი, რომ აქამდე მაკვირდები...
ისევ, შენს ლოდინში დავიღლები...
და გაზაფხულივით ავკვირტდები...

წვიმა შენს ფანჯრებთან მელოდება,
წვიმა წვეთებივით ამაღელვებს...
აპრილს, ეს ფოთლები ეცოდება...
და გაზაფხულივით ამამღერებს...

მიწას, ჩემს გარშემო მომიბარავ...
ისევ, შემომხედავ გაჭირვებით...
მერე, აპრილს შენთვის მოვიპარავ...
და გაზაფხულივით ავტირდები...

აპრილს სიყვარულით გავირთულებ,
და გაზაფხულივით გავშიშვლდები...
ჯერ, მარტს შენს ფიქრებში გავისტუმრებ...
მერე, აპრილივით დავმშვიდდები...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100