„მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სურსათის მსოფლიო დღე აღნიშნა
„მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სურსათის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო.
„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია - ბრენდი M საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვები პროდუქტის სინონიმად იქცა, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა. კომპანიის მიზანია იმპორტი, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი პროდუქციით ჩაენაცვლოს. „მარგებელი ჰოლდინგი“ მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს ახალ და განსხავებულ პროდუქტს. წელს ბრენდი M ნიშანს ახალი პროდუქცია: პომიდვრის სალათი „ლეჩო“ და „აჯიკა“ დაემატა. რაც შეეხება ტრადიციულ პროდუქციას, ამ დღეს კომპანიამ „ბოსტნეულის ასორტი“, „ტომატ-პასტაი“, „კიტრის მწნილი“, „პომიდვრის მწნილი“, „კიტრისა და პომიდვრის მწნილი“ (შერეული), „ცოცხალი პომიდვრის საწებელი“, „წითელი ტყემალი“, სხვადასხვა ხილის კომპოტები და მურაბა, ასევე „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“, ახალი შეფუთვით, სხვადასხვა ზომის ქილებითა და ლამაზ ბოთლებში წარმოადგინა.
სურსათის მსოფლიო დღე (World Food Day) 1979 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება 16 ოქტომბერს. დღესასწაული იძლევა იმაზე დაფიქრების საბაბს, თუ რა არის გაკეთებული და რა არის კიდევ გასაკეთებელი იმ გლობალური პრობლემის დასაძლევად, რაც გამოიხატება კაცობრიობის შიმშილისაგან თავის დაღწევაში. თარიღის არჩევა დაკავშირებულია 1945 წლის 16 ოქტომბერს გაეროში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შექმნასთან.მსოფლიოს ქვეყნებმა მაშინ პირველად აღიარეს ერთხმად უმნიშვნელოვანეს ამოცანად პლანეტაზე შიმშილის პრობლემის გადაჭრა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ისეთი პირობების შექმნა, როდესაც მთელი პლანეტის მოსახლეობის გამოკვება იქნებოდა შესაძლებელი. შიმშილი და საკვების უკმარისობა მთელი კონტინენტების გენოფონდს არღვევს. ეგრეთ წოდებული „მესამე სამყაროს“ ბავშვები იბადებიან და იზრდებიან ფიზიკურად უსუსურნი და გონებრივად ჩამორჩენილები.ამ სადღესასწაულო დღეს აქვს საგანმანათლებლო მნიშვნელობა, რადგან ეხმარება მოქალაქეებს ინფორმაციის მიღებაში ბევრ ქვეყანაში არსებულ მძიმე სასურსათო პრობლემებთან დააკვშირებით. ამ დღეს სხვადასხვა მშვიდობისმყოფელ ორგანიზაციებს მიაქვთ დახმარება სტიქიური უბედურებებისაგან და ბუნების კატაკლიზმებისგან დაზარალებულ რაიონებში.
„მარგებელი ჰოლდინგი“ 1997 წელს ქართველი და შვეიცარელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა. ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საწარმო სოფლის მეურნეობის სფეროში „მარნეული აგრო“ და აღნიშნული თელეთის „ფერმა მარგებელი“. 2007 წელს „მარგებელი ჰოლდინგი“ შეღავათიანი პირობებით დააფინანსა შვეიცარიის სახელმწიფო ეკონომიკური დეპარტამენტის (SECO)-ს Start-up ფონდმა ნახევარი მილიონი შვეიცარული ფრანკით. გემრიელი და ქართველი მომხმარებლის საყვარელი „მარნეულის“ პროდუქცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლებზე აწყვია, თავის დროზე საკმაოდ რისკიანი და ინოვაციური ბიზნესწამოწყების შედეგია. შესაბამისად, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ქართულ-შვეიცარული ინვესტიციისა და ნაბეღლავის წარმატებული პროექტის მაგალითია.
კომენტარი