სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოსკოვსკაია პრავდამ" კიტოვანის გამო ანქვაბს ბოდიში მოუხადა

ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო "მოსკოვსკაია პრავდას" მთავარი რედაქტორის წერილი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის მათი უშტატო კორესპონდენტ მარკოვის მიერ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თენგიზ კიტოვანთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია აფხაზეთში. წერილის შინაარსი ანქვაბმა გააცნო აფხაზური ფორმირებების მეთაურებს, რომლებმაც მასთან როგორც "პრეზიდენტობის" კანდიდატთან შეხვედრა გამართეს.

"ამასთან დაკავშირებით რედაქციამ მიავლინა აფხაზეთში გამოცდილი ჟურნალისტი–გამომძიებელი სულთანოვი. მან ადგილზე დეტალურად შეისწავლა პრობლემის ყველა ასპექტი, რომელიც ზემოთხსენებულ მასალაში იყო მოყვანილი, და მოამზადა ობიექტური მასალა, რომელიც გამოქვეყნდა 23 აგვისტოს ნომერში, შემდეგი სათაურით "ბატონ კიტოვანის ვირული ლოგიკა".

ეტყობა, კიტოვანის გამოყენების აუცილებლობა მეტად აღარ არსებობს. ამ ბინძური ინტერვიუს შემკვეთებმა თავიანთი ბინძური საქმე უკვე გააკეთეს. თუმცა, ვის წინააღმდეგ იმუშავა ამ ინტერვიუმ, ჯერ კიდევ საკითხავია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100