ფსიქოტროპულებს შეწირული სიცოცხლე
„1 თვის წინ, მე მეორედ დავიბადე, მე მომეცა საშუალება მეორედ შევიგრძნო ცხოვრების გემო. ადამიანები როცა რაღაცას ვკარგავთ ან ვხვდებით რომ ხელიდან გვეცლება, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ამ რაღაცის დაფასებას.
1 თვის წინ, მე ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედებით გადამიყვანეს რეანიმაციაში, ექიმების ძალისხმევით მომაბრუნეს. მე ისევ აქ ვარ და მე ისევ ვცოცხლობ. მე გადავრჩი, მაგრამ დათო ვერა. დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩვენი მშობლებიც ერთმანეთის ახლო მეგობრები იყვნენ და ჩვენც ერთად მოვდივართ ბაღიდან.
ბავშვობიდან უმეტეს დროს ერთად ვატარებით. არ მახსოვს როდის და რა მიზნით დაიწყო ჩვენი დამოკიდებულება ფსიქოტროპულების მიმართ. დავიწყეთ 5 აბით, ეს რაოდენობა სრულად საკმარისი იყო ჩვენთვის, რომ მოვწყვეტილვიყავით ამ სამყაროს. თუმცა, ყოველ ჯერზე ვხვდებოდით, რომ ეს რაოდენობა აღარ გვაკმაყოფილებდა და ვუმატებდით დოზას. 20 აბი იყო ის რაოდენობა, რამაც გამოიწვია დიტოს სიკვდილი.“
საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერებები დღესაც თავისუფალ გაყიდვაშია, რეალურად კანონი კრძალავს მსგავსი ტიპის პრეპარატების რეცეპტის გარეშე გაყიდვას, თუმცა არსებობს რიგი აფთიაქები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თავისუფლად, ისე რომ ზრდილობის გამოც არ მოგთხოვენ ექიმის რეცეპტს. ასეთი აფთიაქები ალბათ თქვენს უბნებშიც იქნება, მათი მომხმარებლები ძირითადად 18-დან 28-წლამდე ახალგაზრდები არიან.
ერთ-ერთი ასეთი ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია ეგრედ წოდებული ბიო, რომლის ყიდვაც ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი თბილისში, რაც ადასტურებს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მათ ინტერნეტით სულ რაღაც 1 საათში, 900 ლარად შეიძინეს 5 გრამი ბიონარკოტიკი. ეს ნივთიერებაც მომაკვდინებელი ნარკოტიკების სიაში შედის. ბოლო წლების სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით, ასევე ხშირად გამოიყენება „ნიანგი“ ეგრედ წოდებული „კრაკადილი“, რომლის ინგრედიენტებიც ასევე მარტივად იშოვება ბაზარზე და ის მხოლოდ 30-40 ლარი ჯდება.
არსებული ნივთიერება ავითარებს ძვლების განგრენას, რის გამოც უამრავ ადამიანს დაჭირდა ხელის ან ფეხის ამპუტაცია. საქართველოში სტატისტიკურად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებში ყოველი მესამე მძიმე ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელია.
მომხმარებლები გართულებული სიტუაციისას ერიდებიან სასრაფოს გამოძახებას, რადგან სასწრაფოს მოყვება პატრული, თუმცა დღესდღეობით ეს წესი შეიცვალა და ადგილზე მხოლოდ სასწრაფო მიდის. უამრავი ქვეყნის პრაქტიკით, ასეთი შედეგი გამოიწვია მსუბუქი ნარკოტიკების აკრძალვამ, როგორიცაა კანაფი. მომხმარებლებმა დაიწყეს სხვა ალტერნატიული თრობის საშუალებების მოძიება, რასაც უფრო და უფრო ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. აკრძალვა არ არის გამოსავალი.
კომენტარი