სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშაბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 10 000 ლარი გადარიცხა

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, პაშა ბანკმა 2015 წლის 8 აპრილს, მისი პარტნიორებისსახელით, ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 10 000 ლარიგადარიცხა.

აღნიშნული თანხა მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სწავლა-განათლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

პაშა ბანკი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად, პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს უწევს სპონსორობას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში, პაშა ბანკი გამოირჩეოდა სოციალური და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერით, კერძოდ, მან დაასპონსორა:

- სემინარი “A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding – Surprise Branding.”

- ბიზნეს განვითარების ფორუმი,სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას.

-ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორიიყობრიტანულიკომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

- ქართულიპანორამა თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორობისას ბანკისთვის უპირველესი მოტივაცია იყო საქართველოში ფილმის ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანა.

ასევე შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი Caspian Energy-ს მხრიდან 2014 წლის ბანკად დასახელდა, „წლის ბანკის“ ნომინაციაში გამარჯვება პაშა ბანკის გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

ამჯერად, პაშა ბანკი თანადგომას გამოხატავსშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ და უერთდება სოციალურ პასუხისმგებლობას მათისაზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.


პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100