სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უახლოეს დღეებში საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება

მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ საქართველოში 35, ხოლო დასავლეთში 32 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

როგორც აღნიშნულ ცენტრში ირწმუნებიან, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოსალოდნელია მცირე წვიმებიც.

რაც შეეხება თბილისში გახშირებულ ქარიანობას, სპეციალისტების შეფასებით, ეს არსებული სეზონისთვის დამახასიათებელია და რაიმე ანომალიურ პროცესთან დაკავშირებული არ არის.
„წლის ეს პერიოდი ქარების სიხშირით გამოირჩევა. ქარიანობა გაცილებით უფრო ხშირია ხოლმე ვიდრე ამ პერიოდში. ეს ჩვეულებრივი პროცესებია და არაფერს სხვას არ უკავშირდება", - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100