ბანანებით მოვაჭრე ქალი მძარცველებმა საკუთარ სახლში გაგუდეს
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა ქალი საკუთარ სახლში გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.
გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა. იმავე ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
„არავის არაფერს არ უშავდება, პურის ფულს აკეთებდა ქალი. სახლში შეეჭრნენ მძინარეს, მოგუდეს. ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუ არადა ჩვენ ყველა ფეხზე დავდგებით და გზას გადავკეტავთ,“ - განაცხადეს ვაგზლის ბაზრობაზე მოვაჭრეებმა, რომლებიც გარდაცვლილს კარგად იცნობდნენ.
კომენტარი