არარომანტიული ალეგორიებით სავსე სასიყვარულო წერილი
ერთ-ერთმა ქართველმა ფეისბუქ მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ორიგინალური პოსტი გამოაქვეყნა. ჩანახატში გრძნობები ერთი შეხედვით არარომანტიულად, თუმცა უჩვეულო სიმძაფრითაა გამოხატული. Droni.ge ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ, თუმცა ავტორის სურვილიდან გამომდინარე მის ვინაობას ვერ დავასახელებთ.
გონება წარსულის მოგონებების მარშუტზე მოსიარულე ავტობუსი, რომ იყოს, მაშინ შენ ბოლო გაჩერება იქნებოდი...
ქოლგა წვიმის გარეშე, მზის სათვალე ღამით, პალტო აგვისტოში, შორტები მყინვარწვერზე - ხო მარაზმია? ხოდა მაგაზე უარესი მარაზმი ვარ მე უშენოდ.
ჩემი წყალი და შუქი შენ ხარ, ამიტომაც ახლა ჩემი ცხოვრება საქართველოა 90-იანებში
ბედნიერება, რომ საკვები იყოს, მაშინ შენ მარილი იქნებოდი...
ცხოვრება, რომ სიგარეტი იყოს შენ ცეცხლი იქნებოდი..
სხვასთან, რომ წავედი თავი ის იდიოტი მეგონა, რომელსაც არაფერი სტკივა და ანალგინს სვამს.
შენ რკინა ხარ, მე კიდევ უკუღმა დადებული მაგნიტი, რომელიც ვერა და ვერ მოგიდგა იმ მხრიდან, რომელიც მიგიზიდავს.
აღარ მინდა ანალგინი, მარილი მინდა, 21-ე საუკუნეში გადმოსვლა მინდა, ქოლგა მინდა წვიმაში, მზის სათვალე მინდა დღისით, აგვისტოში პლაჟი მინდა შენთან ერთად და ჯანდაბამდე გზა ჰქონია მყინვარწვერს... შენთან მინდა, დაუსრულებლად, რეალურად, თუნდაც სულელურად, თუნდაც ბანალურად, ოღონდ შენთან, მართლა შენთან...
დაბრუნდი, მენატრები...
კომენტარი