სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

მსახიობს და ტელეწამყვანს გიორგი გოგიჩაიშვილს - გოგიჩას, 49 წლის ასაკში განსაცდელის პერიოდი დაუდგა.

მას მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. შედეგად, თმები საერთოდ დასცვივდა. ამის შესახებ გოგიჩა ჟურნალსარკესესაუბრა:

- თმა გამცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი. რომ მიცნოთ, თავს ამოვატრიალებ.

მოკლედ იმიჯი ბუნებრივად შემეცვალა. ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია და ქიმიასაც დავუახლოვდი.

ახლა გადასხმებს ვიკეთებ, მაგრამ კარგად ვარ.

მადლობა ღმერთს და მადლობა ექიმებს, მეგობრებს. სტამბულში ვიყავი სამჯერ, მშვენიერი ქალაქია. მაისში წავედი პირველად. მედიცინა და მოწყალებაც იმ დონემდე მივიდა, გადამარჩნეს.


წყარო: ჟურნალი "სარკე"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100