თეთრი ვარდი ანუ ვანგას და ადოლფის სისხლიანი ოპერა
ს. ბენიძის ტექსტის ინტერპრეტაცია
„ - ეს მანდილი
რატომღა მაჩუქეთ
- თავის ჩამოსახრჩობად გამოგადგებათ“
რაჭა ჩემო
სიყვარულო
მკითხველო, ახლავე გავარკვიოთ ურთიერთობა! მე არ ვაპირებ გელოლიავო, პირიქით, ვეცდები, ვიყო გულწრფელი. თუ გინდა გაღიზიანდი, შენს გულწრფელობასაც ავიტან.
პარადოქსია,
მაგრამ საქართველოში ავტორის ცნობადობა ლამის უკოპროპორციულია
წიგნის მოდურ მაღაზიებში მისი არსებობა-გაყიდვადობის. მიუხედავად ამისა, გარკვეულ ჯგუფს ლიტერატურული ელიტის სახელი და კონტექსტი მაინც აქვს მორგებული და ერთგვარ „პრადვინუტ“ მკითხველს მალ-მალე ატკბობს ახალი წიგნებით თუ პერფორმანსებით.
ამგვარ „მაღალ“ წრეებში საოცარი ურთიერთსათნოება
სუფევს და მე მათ "თეთრ ვარდებს" ვეძახი;
"წითელ
ვარდებზე"
სხვა დროს მოგახსენებთ.
ერთ-ერთი უბრწყინვალესი „თეთრი ვარდი“ არის სალომე ბენიძე, მრავალი პრემიის ლაურეატი,
დამაკმაყოფილებელი
სოციალური
სტატუსით და კონტექსტით. სანამ მისი საკმაოდ პოპულარული ლექსის შეძლებისდაგვარ ანალიზზე გადავალ, ჯერ ზოგადად ორ სიტყვას გეტყვით: ავტორი საკმაოდ არის ენობრივად განვითარებული, იმდენად მაინც, რომ ტრადიციულ და ზერელე „პოეტიზმებს“ (ქარებს, წვიმებს, ჭიუხებს) თავს არიდებს და თავისუფალი ლექსის წერაც თავისუფლად შეუძლია. თუმცა ვნახოთ, რამდენად თავისუფლად...
გასაღები I
ლექსის სახელია – „ბერლინი. იანვარი“.
ე.ი. რა ხდება ბერლინში:
"ამ ყრუ კედელთან დახვრეტილი ანგელოზების
ნაცრისფერ
გვამებს გადმოაბიჯე
და ისე მოდი,
რადგან გზები გვამების გავლით ოდითგანვე უფრო მოკლეა,
ვიდრე სხვა გზები, შემოვლითი და შორეული."
ასე მიმართავს ლირიკული ობიექტი ლირიკულ სუბიექტს. მონაკვეთის ტრაგიზმი გასაგებია, შინაარსი - ისე რა... თუ ტექსტის სათაურის ტერიტორიულ თავისებურებებს გავითვალისწინებთ,
ისტორიული
მეხსიერებიდან
გვამების გამოვლით ვინმეს ,,მოდი“, დროში მსვლელობა, შესაძლო მეტაფორად უნდა განიხილებოდეს. მაგალითად, ამის ქვეტექსტი შეიძლება იყოს: „ადოლფ ჰიტლერი ჩვენამდე გვამების გზით მოვიდა“. თორემ, თანამედროვე მსოფლიოში, დახვრეტილი გვამები და ზედ მოსიარულე ადამიანები, მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმში შეიძლება შეგხვდეთ. იქნებ, არის კიდეც ისნპირაციის წყარო რომელიმე საკულტო ფენტეზი, რას გაიგებ?! მაგას მერე გავარკვევთ, ახლა სხვა: „ვიდრე სხვა გზები, შემოვლითი და შორეული.“ - ეს მონაკვეთი კლასიკური ნიმუშია იმისა, როგორ შვრება ამაოდ უხვსიტყვაობას გადაგებული ავტორი, ერთსა და იმავეს ასჯერ რომ გვიმეორებს მეტი დამაჯერებლობისთვის.
შემოვლითი
და შორეული რომ არის გზა - ,,სხვა“ იქნება, თავისთავად, სამაგიეროდ, ეს ყველაფერი,
ევფონიურად
არის უსაშველოდ მომგებიანი, თუმცა, მოგებაცაა და მოგებაც.
გასაღები I?
"თანაც,
თოვლში ხომ არასოდეს არ ჩანან ჯვრები,
არც სახელები, არც გვარები
და არც თიხის ძველი ქოთნები,
ჩამომხმარი
ყვავილებით
ამოვსებული.
გადმოაბიჯე
აქ ჩამარხულ სიცოცხლეებს,
რომ ჩემთან მოსვლა წამითაც არ დაგაგვიანდეს."
აბა ნაცრისფერია გვამებიაო? რაღაც ვერ გავიგე... ე.ი. რა გამოდის: მოდის თოვლში, ვიღაც მოკლე გზის ამომრჩევი უსინდისო, ან ბერლინის საგზაო დეპარტამენტის უნიათობას შეწირული რაინდი, არც ჯვრები ჩანს, არც სახელები, არც ქოთნები, სიცოცხლეები ჩამარხულია. ელოდება ჩვენი ლირიკული გმირი, – ადოლფზე ან ფენტეზის გმირზე უკიდეგანოდ შეყვარებული
– და
ხედავს, რომ ნაცრისფერია გვამები, ან არ ხედავს, – მანამდე თვალი შეავლო უბრალოდ და იცის... თუმცა, რა დამკრძალავმა ბიურომ მოასწრო ლექსის წერის პროცესში ასე უეცრად მათი დამარხვა ეგ მე არ ვიცი. ისიც არ ვიცი, ეს დამარხული ქოთნები ახალი როგორ იქნება. რა საჭიროა უხვსიტყვაობა? ან როგორ ხედავს და აღწერს ავტორი იმას, რაც მისივე სიტყვებით „არ ჩანს“? საერთოდ, როცა ტექსტის პათოსი სცდება სუბიექტურ გამოცდილებას, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო, მაგალითად, ეს: „თანაც, თოვლში ხომ არასოდეს არ ჩანან ჯვრები“ -
შემიძლია დავიფიცო, რომ თოვლში ვყოფილვარ
სასაფლაოზე
და ჯვრები ძალიან კარგად „ჩანან“ (ჩანს). ეგზოტიკური ტექსტი კია ერთგვარად. ბოლოსკენ, როგორც ირკვევა, შეხვედრის დრო ზუსტია და დათქმული. კითხვებიც გაჩნდა: იქნებ ის სუბიექტი არც ისე უსინდისოა? უბრალოდ, ობიექტი აიძულებს, არ დაიგვიანოს და რა ქნას, მოდის ისიც გვამების გა(და)ვლით... გავშალოთ ინტრიგა:
გასაღები II
"არ შემახსენო,
რომ ერთ დღეს ყველა მიმატოვებს,
რადგან ვიცხოვრე დაყოფილმა ათას ნაწილად
და საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე.
არ შემახსენო,
რომ გჭირდება,
შენს სულს ჭირდება,
მოხსენიება
ჩემს ჯერაც უთქმელ ღამის ლოცვებში _
ისედაც ვიცი,
ვერ გადავრჩებით უერთმანეთოდ."
ორ ვერსიას ცალ-ცალკე ხომ არ განვიხილავ, გამეწელება თხრობა... ჰოდა, მოდი, ფენტეზის გმირს პირობითად
დავარქმევ
ადოლფს, ლირიკულ ობიექტს - სალომეს, ასევე პირობითად (სხვაგვარი მოხსენიებით დავიღალე). მოკლედ, მოსულა ბატონი ადოლფი და მოუწყვიათ უკვე სასიყვარულო სკანდალი, ვინაიდან, ადოლფს არ სჯერა, რომ სალომეს სჯერა, რომ უიმისოდ გადარჩება. მაგრამ სალომემ არ იცის, რომ მე არ მჯერა, რომ მას ჯერა, რომ „უთქმელ ლოცვებში მოხსენიება“ არც მეტაფორაა, არც ქართულია და არც სომხური. ტექსტის სინტაქსი კი სწორედ მაგას მიუთითებს. აქ უნდა ეწეროს დაახლოებით ასეთი რამე: „შენს სულს სჭირდება მოხსენიება ჩემს ღამის ლოცვებში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ (არ) ვლოცულობო,“ არადა... ათას სალომეთაგან ერთსაც რომ ელოცა, გვარიან ხლაფორთს და სიუჟეტიდან ამოვარდნას გადავრჩებოდით.
გასაღები III
"და როცა წასვლას დააპირებ,
ამ ყრუ კედელთან დამარხული, დავიწყებული ტკივილების
სასაფლაოებს
შემოუარე
და ისე წადი,
მინდა, რომ დიდხანს გიყურებდე ჩემგან მიმავალს."
მგონი, ლექსს გასაღები მოვარგე; სალომე ან ვანგაა (რაკიღა, მომავალ დროზე წერს), ან ყველაფერი ხდება ისე, როგორც მას „უნდა“, მოძალადე ვანგაა, ანუ ის გეგმავს მოსვლასაც, წასვლასაც, მარშრუტსაც და ა.შ. რა უნდა შენივე დაგეგმილის წინასწარ განჭვრეტას. ის უკიდურესად ჩაგრავს საწყალ ადოლფს, რომელმაც, თვის მხრივ, ეს ესაა წასვლის გმირული გადაწყვეტილება კი მიიღო სალომეს „წინასწარხედვის“
შესაბამისად,
მაგრამ იძულებულია, შორი გზით მოუაროს და შინ მშვიდობით ისე მივიდეს, რაკიღა სალომე მის უკანა ჰაბიტუსს მაგრად "ამუღამებს"
და მისი, როგორც თავად წერს - ,,დიდხანს“ ჭვრეტა ესთეტიკურ (და არა მხოლოდ) სიამოვნებას ჰგვრის. იქნებ სულაც ამიტომ უშვებს? - ტკბობა რომ განიცადოს. არის ამ ყველაფერში შეფარული ეროტიკული
ლოგიკა. მგონი, დროა, სახელი გადავარქვა ობიექტს და ვანგად მოვიხსენიო.
გასაღები III ?
"მერე
გახდება ყველაფერი უფრო ადვილი
და როცა სიკვდილს გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს _
ფერადი კაშნი,
ჩრდილოურ ზამთრის ღამეებში რომ მოგიქსოვე ხელის კანკალით,
გამოდგება
ერთ დღეს თოკადაც _
ისე მოვქსოვე, რომ გაუძლოს სიმძიმეს შენსას,
შენი თეთრი სხეულის და
გულის სიმძიმეს, სადაც მე ვცხოვრობ.
და ამ თოკზე რომ გიპოვიან ჩამოკიდებულს,
გალურჯებულს
და მოქანავეს,
ძველი საათის მორყეული ქანქარასავით,
მე გავიღიმებ და ვიტყვი,
რომ გაქცევაში დაგეხმარე,
ისე მიყვარდი."
აქ ვეცდები მიზანსცენა ერთიანად და მოკლედ გადმოვცე:
საწყალი ადოლფი მიდის და გემზე იწყებს მუშაობას (შესაძლოა ბოცმანად), ვერ უძლებს სალომეს გარეშე ცხოვრებას და თავს იხრჩობს. გემიდან ურეკავენ სალომეს:
- ალო, ადოლფს იცნობთ?
- დიახ, ჩემი მეგობარია (სატრფო, მეუღლე ...)
-იცით? ძალიან ვწუხვარ... ადოლფი გარდაიცვალა, ვიზიარებ ქაბატონო, ორშაბათს გადაასვენებენ ოჯახში.
- როდის?
- წუხელ.
- რით?
- თავი ჩამოიხრჩო.
- ლურჯი „კაშნით“ ხომ არა?
- ... დიახ...
- უიჰ, (იღიმის).
თიშავს ტელეფონს და უხარია (რომ გაქცევაში დაეხმარა), რისგან გაქვცევაში არ ვიცი, ალბათ, თავისი დიქტატურისგან, მთელი ტექსტის მანძილზე უმოწყალოდ ჩაგრავდა და...
გასაღები
ფინალმა კვანძი გახსნა. ამდენი მიახლოებითი ვერსიის შემდეგ, მე დავასკვენი, რომ ლექსის ობიექტი არის - არც მეტი არც ნაკლები -
მჩხიბავი,
რომელმაც კაშნეს შეულოცა და ადოლფს თითმკვლელობა აიძულა, ჩვენთვის გაურკვეველი და პოეტური მიზნით, რასაკვირველია. ასევე, ნუ გამოვირცხავთ, რომ მისი ბნელი ძალაუფლება გასცდა ტექსტის ფარგლებს და მკითხველიც მოაჯადოვა.
პს. ჯადოს რეცეპტი: ავიღოთ დამღლელი პათეტიკა, უმოტივაციო მხატვრული სახეები, ავტორის კარგი სანაცნობო და ლექსს მივაწეროთ შეუსაბამო თარიღი - „24-25
აპრილი..“
კომენტარი