სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. პუტინის ვასილ ქარდავას სიცოცხლე შეეწირა. სამხედრო სოლედარისა და სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა. გამოცდილი მეომარი, სავარაუდოდ, ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს დაიჭრა, მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აფხაზეთიდან დევნილი მეომარი 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა. მებრძოლი საქართველოდან უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. ჯარისკაცის ცხედარს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100