კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ ახალი განკარგულება გამოსცა - ის ექიმებს უკვე გადაეგზავნათ
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ახლადდანიშნული პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ახალი განკარგულება გადაეგზავნათ, სადაც წერია, რომ ახალი პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის წარდგენას ავალებს, როგორი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო და პროექტის ხარჯთაღრიცხვა.
განკარგულება 1-ლი მარტით თარიღდება - ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ კონცეფციის წარდგენის შემდეგ
უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო, რათა მათ ამ მიმართულებით გადასადგმელ სხვადასხვა ნაბიჯზე ერთობლივად იმსჯელონ.
"დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)/ მის მიმართვაში არსებული ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" (შემდგომში - კლინიკა) პროექტის ალტერნატიული/განახლებული კონცეფცია," - წერია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ კობახიძემ ღარიბაშვილის გადაწყვეტილება 24 თებერვალს გააუქმა.
კომენტარი