სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განაჩენის გამო - საგარეო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარით შეშფოთებულები არიან.

უწყების შეფასებით, ამ განაჩენმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე, მედიის თავისუფლებაზე.

"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამო.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში", - წერს საელჩო.

Poland is concerned about the sentencing of Nika Gvaramia, director general of the opposition Mtavari Arhki TV and close associate of former

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100